20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიკულტურა"ქართული ხელოვნების სახლი" თურქეთში

“ქართული ხელოვნების სახლი” თურქეთში

2011 წლის 17 დეკემბერს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართული კულტურის ახალი კერა – “ქართული ხელოვნების სახლი” გაიხსნა, რომლის დაარსების იდეა “თურქეთელ ქართველთა” შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდა.

ქართული ხელოვნების სახლი “ქართული ხელოვნების სახლის” დამფუძნებელი და დირექტორის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ბატონი შემსეთინ იემია (გიორგი ირემაძე), კულტურულ ღონისძიებებს… უხელმძღვანელებენ ბატონი იბერია მელაშვილი-ოზკანი და ქალბატონი ეკა ირემაძე. პროექტის მომზადებასა და განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდა.

“ქართული ხელოვნების სახლი” განთავსებულია ქადიქოის რაიონში.

თურქეთში ახლადგახსნილი ქართული კულტურის კერის მიზანია თურქეთ-საქართველოს მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თურქულ-ქართული კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება; ზრუნვა თურქეთის ეთნიკურ ქართველთა კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის; ასევე, სხვა კავკასიელ ხალხთა (ჩერქეზები, ჩეჩნები, აფხაზები და სხვ.,) ეთნიკური კულტურის მრავალფეროვნების წარმოჩინება. წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული ხელოვნების ამსახველი მუდმივმოქმედი და ერთჯერად ექსპოზიციები. შედგება ქართული ენის სწავლების კურსები; გაიმართება ქართული ფოლკლორის კონცერტები.

ქართული ხელოვნების სახლი 17 დეკემბერს გაიხსნა მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, რომელიც ასახავს ქართულ ტრადიციულ კულტურას. ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება თურქეთსა და საქართველოში მოღვაწე მხატვართა გამოფენები, მათ შორის წარმოდგენილია ქალბატონ ეკა ცინდელანისა და ბატონ ლევან ჭოღოშვილის ნახატებიც. მუსიკალური ნომრები სტამბოლში არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა – “კავკასიის მთამ” (ხელმძღვანელი ბატონი იბერია მელაშვილი-ოზკანი) და “ერთობამ”, ასევე, სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა შეასრულეს.

ღონისძიებას სტუმრები საქართველოდანაც დაესწრნენ. გახსნის დღეს “ქართული ხელოვნების სახლს” სტუმრობდნენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), საპატრიარქოს თანამშრომლები: ქალბატონი ნატო ასათიანი და ქალბატონი ირინე ბიბილეიშვილი, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; რეჟისორი თამარ დულარიძე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელები, გენერალური კონსული, ბატონი ზურან პატარიძე, ასევე, თურქეთში მოქმედი ქართული და კავკასიური კულტურის ცენტრების ხელმძღვანელები; თურქეთის ფართო საზოგადოებრიობა. “ქართული ხელოვნების სახლის” გახსნას მიესალმნენ სპეციალური დელეგაციები თურქეთის იმ რეგიონებიდან, სადაც ეთნიკურ ქართველთა დასახლებებია: საქარიას, კოჩაელისა და ბურსის რეგიონებიდან და სხვ.

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მჭირდება იბერია მელასჰვილის საფოსტო მისამართი. იქნებ დამეხმაროთ.

  2. ძალიან კარგი საქმეა, ძალიან…. გთოხოვთ, გემუდარებით როგორმე დამაკავშირეთ იბერია მელაშვილს. ძალიან მჭირდება მისი საფოსტო მისამართი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები