მთავარი » პოპულარული

ქართული ხალხური რეწვა ეთნოგრაფიულ მუზეუმში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.09.2013 | 5,174 ნახვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული ხალხური რეწვის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2013 წლის 15 სექტემბერს 14:00 საათზე რეწვა-ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოგიდგენთ ხალხური რეწვის სკოლას და მე-19 საუკუნის გაცოცხლებული მეგრული ოდის პრეზენტაციას.

ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ- აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგები და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას. მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას, ტრადიციულ მჭედლობას და სხვ. წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში გაკვეთილებზე დასწრება უფასოა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ მე-19 საუკუნის სამეგრელოს სახლის, მისი კარმიდამოსა და ერთ-ერთი ოჯახის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას.

სტუმრებს სახლის ზღურბლზე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ოჯახის უფროსი და დიასახლისი ეგებებიან, აცნობენ ოჯახის ისტორიას, უთხრობენ სამეურნეო კულტურის, რწმენის, ტრადიციებისა და წარმოდგენების შესახებ. ინტერიერი გამდიდრებულია შესაბამისი ექსპოზიციითა და ცოცხალი პროდუქტებით. ეზოში დათესილია ძველი კულტურები: სიმინდი, სელი, მუხუდო და სხვა.

ყოველ შაბათ-კვირას შუაცეცხლზე მზადდება ტრადიციული საკვები – იხარშება ღომი. შუა-ცეცხლზე იბოლება ოჯანჯალზე ჩამოკიდებული სულუგუნები. დამთვალიერებელს, სურვილისამებრ, შეუძლია დაეხმაროს დიასახლისს სხვადასხვა ხელსაქმეში, საკვების მომზადებაში; აგრეთვე, დააგემოვნოს ცხელი ღომი და ყველი.

პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების აღორძინება, შენარჩუნება და მისი ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი