მთავარი » პოპულარული

ქართული ფილმის ჩვენება პოლონეთში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.05.2012 | 2,135 ნახვა

ფილმის ჩვენება პოლონეთში 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე პოლონეთში, საქართველოს საელჩოში პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” ჩვენება გაიმართა. წელს ფილმის გადაღებიდან 100 წელი გავიდა. 1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა.

ფილმის ჩვენებას დაესწრო პოლონეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, პოლონეთში მოღვაწე ქართველი კინოსა და თეატრის წარმომადგენელი კონსტანტინ ციციშვილი და პოლონელი სტუდენტები.

საგულისხმოა, რომ ფილმის ჩვენების ინიციატივა პოლონეთში დროებით მცხოვრებ შალვა კამლაძეს ეკუთვნის. ახლო მომავალში აღნიშნულ ფილმს ვარშავის უნივერსიტეტში, ლატვიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში, უკრაინასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში წარუდგენენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი