მთავარი » საზოგადოება

“ქართიზაცია” – “დაყავი და იბატონეს” რუსული პოლიტიკა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.01.2012 | 5,585 ნახვა

“ამბიონს” მანგლის-წალკის ეპარქიის მმართველი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ესაუბრა:

“რუსეთის იმპერიამ საქართველოს მთელი მოსახლეობის, ყველა ეთნიკური ჯგუფის შემაკავშირებელ ქართულ ენას ჩამოართვა გამაერთიანებელი ფუნქცია და მის ნაცვლად ერთა შორის ურთიერთობის საშუალებად დანერგა რუსული ენა. მეუფე ანანია ქართულ ენას აღარ ასწავლიდნენ საქართველოს რეგიონებში, ის მხოლოდ ქართველთა ჯგუფის ენად იქცა. ენის მსგავსად საერთო ქართული კულტურა აერთიანებდა მთელ საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს ყოველ კუთხეში ათასწლეულთა მანძილზე მხოლოდ ქართული ენით ადიდებდნენ უფალს აფხაზეთის, სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა თუ ქართლ-კახეთის მკვიდრნი. ქართული კულტურა საერთო იყო. არასოდეს შექმნილა ჩვენში კუთხური, ლოკალური კულტურა. მაგალითად, აფხაზეთში გავრცელებული იყო არა აფხაზური კულტურა, არამედ ქართული. ასევე სხვა კუთხეებში არასოდეს შექმნილა არათუ რაიმე თხზულება, არამედ რაიმე წარწერაც კი, ვთქვათ, სვანურ, მეგრულ, კახურ, ანდა მესხურ კილოზე. ქართული ენა და კულტურა ყოველ კუთხეში მიიჩნეოდა საერთო, ამავე დროს, საკუთარ ენად, ხოლო ქართული კულტურა – საერთო კულტურად. ასეთი სურათი დახვდათ რუსებს საქართველოში, მაგრამ მათთვის ეს მიუღებელი იყო. “დაყავი და იბატონეს” პოლიტიკის შესაბამისად, საიმპერიო-სამეცნიერო წრეებს დაევალათ ბრძოლა საერთო ქართული კულტურის წინააღმდეგ. პეტერბურგის უნივერსიტეტის კათედრის გამგემ, პროფესორმა პატკანოვმა და მისმა მოწაფეებმა, მათ შორის ნ. მარმა, მათმა მიმდევრებმა, მაგ.: დეკანოზმა ვოსტორგოვმა მეცნიერების მთელი მიმართულება შექმნეს, ე.წ. “ქართიზაციის” თეორია, რომლის მიხედვით, საქართველოს ყოველ კუთხეს უძველეს ხანაში თითქოსდა გააჩნდა საკუთარი კულტურა, რომელიც შემდეგ შთანთქა “ქართის ტომის” კულტურამ, ანუ ქართულმა კულტურამ, რომ თითქოსდა სულ სხვადასხვა წარმოშობის ხალხები არიან ქართლელები და კახელები, სულ სხვა ხალხია სვანები და მეგრელები, რომ თითქოსდა ქართიზაციის შედეგად მათ თავს მოახვიეს ქართული ეკლესია და ქართული კულტურა. ამიტომაც მოითხოვდნენ ეს მეცნიერები, რომ ბიბლია თარგმნილიყო მეგრულ და სვანურ ენებზე.

ასეთივე მდგომარეობა გაგრძელდა წითელი რუსეთის იმპერიაშიც. თავდაპირველად გამოაცხადეს და უდიდეს სამეცნიერო წარმატებად ჩათვალეს თეორია, რომლის თანახმადაც დასავლეთ საქართველო თავდაპირველად დასახლებული იყო ადიღეურ-აფხაზური ტომებით, თითქოსდა “ფს” და “ყვა” ტოპონიმების სიჭარბე ამ ფაქტს ადასტურებდა; რომ ქუთაისიც კი აფხაზთა ეთნიკური ჯგუფის ქალაქი იყო და შემდეგ თითქოსდა IX-X საუკუნეებში ქართული ეკლესიის მძლავრობის შედეგად აფხაზეთში დაინერგა და გავრცელდა ქართული ენა და კულტურა; ეკლესიურადაც დასავლეთ საქართველოში არ ვრცელდებოდა მცხეთის, ე.ი. ქართული ეკლესიის იურისდიქცია; მთელი დასავლეთ საქართველო IX-X საუკუნეებამდე იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის საეკლესიო იურისდიქციაში; იქ ტაძრებში წირვა-ლოცვა არა ქართულ ენაზე, არამედ ბერძნულ ენასა და ადგილობრივ დიალექტებზე აღესრულებოდა და შემდგომ, IX-X საუკუნეებიდან თითქოსდა პროზელიტური ქართული ეკლესია შეიჭრა დასავლეთ საქართველოში და იქიდან გააძევა ბერძნული საეკლესიო იერარქია. გააუქმა ბერძნულენოვანი წირვა-ლოცვა და დანერგა ქართული. ეს ცრუ საეკლესიო თეორია უფრო მეტად გავრცელდა საბჭოთა ეპოქაში და ნაციონალური წარმატებების შარავანდედით შეამკეს.

მას შემდეგ, რაც უკვე 60-70-იანი წლებიდან გამოიკვეთა აფხაზური სეპარატიზმი, ჩვენს სამეცნიერო წრეებში მიხვდნენ, რომ დასავლეთ საქართველოს თავდაპირველადვე ადიღე-აფხაზების ცხოვრების შესახებ – აქეზებდა აფხაზთა სეპარატიზმი, ახლა უკვე ახალი თეორია შემუშავდა, თავისი არსით იგივე, თითქოსდა თავდაპირველად დასავლეთ საქართველოს, რიონის ხეობას ერქვა კოლხეთი და კოლხური კულტურის მატარებელი იყო მხოლოდ ერთ-ერთი კუთხე; ძველ ეპოქაში საქართველოს მოიცავდა სხვადასხვა კულტურები, დასავლეთ საქართველო – კოლხური კულტურის არეალი გახლდათ, აღმოსავლეთ საქართველო – იბერიული კულტურის, ხოლო კახეთის დიდი ნაწილი გულგულა-თელავიდან ბოდბისა და დავით-გარეჯის ჩათვლით ალბანური კულტურის არეალს წარმოადგენდა. ეს თეორია იმდენად გამყარდა, რომ ამჟამადაც კოლხების მემკვიდრედ ერთ-ერთი ქართული კუთხე მოიაზრება, იბერიულისა კი – მეორე, მაშინ, როცა ისტორიაში გამოჩენისთანავე ყველა ქართულ ტომსა და კუთხეს ერთი ენა და კულტურა აერთიანებდა. იმ საკითხს, რომ ქართული ენა და კულტურა საქართველოს ყველა კუთხის გამაერთიანებელი იყო წარმართობის დროსაც კი, თავისი ნაშრომები მიუძღვნა დიდმა ივანე ჯავახიშვილმა.

ჩვენ ვაცხადებთ – კოლხეთი ერქვა არა დასავლეთ საქართველოს ცალკე აღებულს, არამედ სრულიად საქართველოს ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე. იმჟამად სრულიად საქართველოს მოსახლეობას ერთი კულტურა – კოლხური კულტურა გააჩნდა, ამიტომაც აღმოჩნდა კიდეც კოლხური არქეოლოგიური საგანძურები აღმოსავლეთ საქართველოს მრავალ კუთხეში, მათ შორის სამაჩაბლოში და სევანის ტბის ჩრდილოეთით, ასევე ჭოროხის ხეობაში, ისტორიულ ლაზეთში ქართველთა უძველეს საცხოვრისში – ორდუდან დასავლეთ საქართველოს ჩათვლით. ასე რომ, თავის დროზე კოლხეთი მთელ საქართველოს ერქვა, ხოლო შემდეგ იბერია ეწოდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს, არამედ სრულიად საქართველოს, ამ ეპოქაში გავრცელდა ქრისტიანობა და ამიტომაც ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ მოიცვა სრულიად საქართველო.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისთვის საკუთარი კულტურის ძიება და ამ მოსაზრების განმტკიცება ამჟამად პატრიოტიზმად მიიჩნევა, მაგრამ ძველ საქართველოში არავის უთარგმნია წმიდა წერილი კუთხურ დიალექტებზე, რადგანაც მთელ ერს ერთი კულტურა და ერთიანი ეროვნული შემეცნება გააჩნდა. აი, ეს მოსპეს რუსეთის იმპერიის მსახურებმა”.

ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ილია says:

    როგორც კი ვნახე ეს სტატია მამაო ანანია, არც კი წამიკითხია, იმდენად დიდი სისულელე და აბდაუბდა გიწერიათ. თქვენის აზრით თურმე მეგრულს და სვანურს არა აქვს განვიტარების უფლება და მხოლოდ ქართულიმა უნდა ისარგებლოს ამ უფლებით? ეს ფაშიზმია და სხვა არაფერი. ენები რომლებიც ურთიერთგაუგებარნი არიან, როგორიც მეგრული და სვანურია, ენებია და არა დიალექტები. ასე რომ ამ ენების შედარება კახურთან და გურულთან თქვენი და კიდევ სხვა შოვინისტების მოგონილია რომელთა აზრით თურმე რომელიღაც ენა რომელიღაც ენაზე მაღლა დგას. ასე რომ ნებისმიერი მცდელობა ქართულის ხარჯით მეგრულის და სვანურის დაკნინებისა––––––––––––––ასიმილაციაა და სხვა არაფერი.

    • miriani says:

      bodav ra fashizmi aravitari qartizacia ar iyo megrelebi lazebis desantia trapezuntidan

    • გოჩა says:

      ილია,
      მიტროპოლიტ ანანიას პოსტი არ წაგიკითხავს და ისე წერ. მე არ ვიზიარებ მის თვალსაზრისს, მაგრამ რასაც თქვენ წერთ, ეს სრული ნონსენსია. სიტყვები ფაშიზმი, შოვინიზმი ცოტა ფრთხილად უნდა იხმაროთ, როცა ქართველებს და საქართველოს ეხებით.რაც შეეხება დაკნინებას, ამას მხოლოდ ავადმყოფური წარმოდგენა შეიძლება ვუწოდო.

    • dali says:

      ვინ ხარ ილიას სახელით, რა ჯიშის ხარ ნეტავ. რას ქადაგებ, ვინ გიკრძალავს შენ განვითარებას. შენისთანა ბრიყვები აქუცმაცებენ ქვეყანას. არა მგონია არ აცნობიერებდე იმას, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან საქართველოს საბოლოო დაქუცმაცების და განადგურების მცდელობაა. შენისთანა რამდენი უთაურია ნეტავ კიდევ. სვანებს თავი გაგვანებე. სვანებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ ქართველები ვართ.ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით სამუდამოდ საქართველოს ერთგულ შვილებად.ამიტომ ითვლებოდა სვანეთი საქართვეოლოს განძთსაცავად.ჩვენ ერთგულები ვიყავით და ვრჩებით.ვიდექით და ვდგავართ ერთიანი საქართველოს სადარაჯოზე.არასოდეს არ ავყოლივართ რუსების ბოდვას. ბებია მეგრელი მყავდა, მაგრამ საქართველოს ერთიანობის დამცველი იყო ყოველთვის. შენ ვინ დაგიშალა მეგრულად ლაპარაკი ნეტავ.უსინდისო სულგაყიდულო! ნაძირალა.კიდევ კარგი, რომ ზვიად გამსახურდია მეგრელი იყო და მთელი ცხოვრება იბრძოდა შენისთანა ტვინგარეცხილების წინააღმდეგ. მეგრელი ნათესავები მყავს,იმათ ვენაცვალე სულში.მიყვარს ისინი, რადგან ასეთი სისულელეებით არ აქვთ თავი გამოჭედილი. იქნებ წმინდა ილია მართალიც ფაშისტი იყო შე ტვინდამპალო.იქნებ მეც ფაშისტი ვარ, რომელსაც საქართველოს ნებისმიერი კუთხე მიყვარს. შენისთანები დასანდობლები არა ხართ.შენ რუსული ფულით მოსყიდულო ჯაშუშო.

  • ილია says:

    ბოდიშს ვიხდი, თუ რამე ცუდად დავწერე. პატივისცემით ილია

  • Bimo says:

    …სახაროვის-მამარდაშვილის გეგმას( საქართველო-”მცირე იმპერია”) იზიარებდნენ პრაღის 24-ე რეზოლუციით(ჭანტურია,სარიშვილი, კუდავები..),ტალიავინი თავისი ქართველი ექსპერტებით( რეგიონალიზაციის კონცეფციის მხარდამჭერები) … ანუ ” მცირე იმპერიას ”- საქართველოს უნდა გამოეყოს თვითგამორკვევის პრინციპით აფხაზები, ოსები, სვანები(მით უმეტეს არსებობს სვანური ენა), მეგრელები(მეგრული ენა არსებობს), აჭარლები, ჯავახები…….. ესენიც იზიარებდნენ!!!ემზარ ჯგერენაია : ” ია გოლოსუიუ ზა ნეზავისიმოსტ აბხაზიი!” ( ე.ჯგერენაია, გვ. 152″- ერთერთ ფორუმში გამაქვეყნეს ეს ჩანაწერი…გეკითხებით ესენი ოპოებია თუ მეხუთე კოლონა?!
    ..ეს სავიზიტო ბარათი გამოგადგათ?!”თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტია): ” აბხაზია სეგოდნია ნე ტაკაია ბოლშაია პრობლემა დლია გრუზიი, კაკ კორუპცია, პოტერია აბხაზიი ნე რაზრუშიტ გრუზინსკოე გოსუდარსტვო, ა კორუპცია მოჟეტ რაზრუშიტ!” (თ.ხიდაშელი,გვ.216).
    დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია):”…აბხაზი იმეიუტ პრავო სოზდატ ოტდელნოე გოსუდარსტვო!”….”ბესპოლეზნო გოვორიტ ო ვხოჟდენიი აბხაზიი ვ სოსტავ გრუზიი”…(დავით ბერძენიშვილი, გვ.136, 137 )

    ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა): “…ი გრუზინი, ი აბხაზი.. ნახოდიატსა ვ პროცესსე ფორმიროვანია სვოიხ ნაციონალნიხ გოსუდარსტვ”.. (გვ.144)
    ” ეშიო ოდინ პოდხოდ – ეტო აბსოლიუტნო რაზნიე გოსუდარსტვა – ეტო ზნაჩიტ, შტო გრუზია პრიზნაეტ ნეზავისიმოსტ აბხაზიი” ( ზურაბ ჭიაბერაშვილი, გვ.150)

    პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): ” ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ…
    ”…კანონიერი სეპარატიზმი ანუ სეპარატიზმის დაკანონება

  • Bimo says:

    „განახლებული საბჭოთა კავშირის“ იდეა ოფიციალურად ეკუთვნოდა საბჭოთა ვითომ დისიდენტს (სინამდვილეში კი სსრკ და მსოფლიო ფარული პოლიტიკური ელიტის უგავლენიანეს წევრს, ა.სახაროვს — არაკაცსა და ავტორს გამოთქმისა „საქართველო მცირე იმპერიაა“. სახაროვის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შეიქნა საქართველოში „პერესტრიკის“ პროცესის იდეოლოგიური ხელმძღვანელობისათვის საგანგებოდ მოვლინებული არაკაცი მ.მამარდაშვილი – გორბაჩევის ოჯახის ახლო მეგობარი და არაკაც ა.სახაროვის უახლოესი თანამზრახველი.
    მალტაზე გორბაჩევ-ბუშის გარიგებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო „განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა – სახაროვისეული პროექტით.

    მათს შორის უმნიშვნელოვანესები იყო:

    О ПОРЯДКЕ РЕШЕНИЯ ВОПРОСОВ, СВЯЗАННЫХ С ВЫХОДОМ СОЮЗНОЙ РЕСПУБЛИКИ ИЗ СССРЗАКОН ВЕРХОВНЫЙ СОВЕТ СССР 3 апреля 1990 г. N 1409-I(ВВСС 90-15)

    Статья 2. Решение о выходе союзной республики из СССР принимается свободным волеизъявлением народов союзной республики путем референдума (народного голосования). Решение о проведении референдума принимается Верховным Советом союзной республики по собственной инициативе или по требованию, подписанному одной десятой частью граждан СССР, постоянно проживающих на территории республики и имеющих право голоса согласно законодательству Союза ССР.

    Референдум проводится в порядке, определяемом Законом СССР, Законом союзной, автономной республики о референдуме, если их положения не противоречат настоящему Закону.

    Статья 3. В союзной республике, имеющей в своем составе автономные республики, автономные области и автономные округа, референдум проводится отдельно по каждой автономии. За народами автономных республик и автономных образований сохраняется право на самостоятельное решение вопроса о пребывании в Союзе ССР или в выходящей союзной республике[/U], а также на постановку вопроса о своем государственно правовом статусе.

  • Bimo says:

    ამ კანონში ყველაზე არსებითი იყო ის, რომ სსრკ-დან შესაძლო გასვლის პროცესში განსაკუთრებული და სპეციფიური სეპარატისტული უფლებები მიენიჭათ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებს — რომელთაც ამა-თუ-იმ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში მიენიჭათ უფლება გამოჰყოფოდნენ გამავალ რესპუბლიკას და თვით დარჩენილიყვნენ სსრკ შემდაგენლობაში.
    О РАЗГРАНИЧЕНИИ ПОЛНОМОЧИЙ МЕЖДУ СОЮЗОМ ССР И СУБЪЕКТАМИ ФЕДЕРАЦИИЗАКОНВЕРХОВНЫЙ СОВЕТ СССР 26 апреля 1990 г. №1457-I (ВВСС 90-19)

    Статья 1. Союз Советских Социалистических Республик является суверенным социалистическим федеративным государством. Союз ССР обладает полномочиями, которые субъектами федерации совместно отнесены к ведению Союза ССР.

    Союзные республики – суверенные советские социалистические государства, добровольно, на основе свободного самоопределения народов и равноправия объединившиеся в Союз Советских Социалистических Республик. Союзные республики обладают всей полнотой государственной власти на своей территории вне пределов полнотой государственной власти на своей территории вне пределов полномочий, переданных ими в ведение Союза ССР.

    Автономные республики – советские социалистические государства, являющиеся субъектами федерации – Союза ССР. Автономные республики, автономные образования входят в состав союзных республик на основе свободного самоопределения народов, обладают всей полнотой государственной власти на своей территории вне пределов полномочий, переданных ими в ведение Союза ССР и союзных республик

  • Bimo says:

    ამ კანონში – რომელიც უმჭიდროვესად იყო დაკავშირებული ზემოთ მითითებულთან – სსრკ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ოლქებს მოკავშირე რესპუბლიკების ტოლი უფლებები მიენიჭათ სსრკ-ში მათი ყოფნ-არყოფნის თვალსაზრისით – ანუ სსრკ-დან გასვლა-დარჩენა და მოკავშირე რესპუბლიკაში გასვლა-დარჩენა მათ შეეძლოთ რესპუბლიკისაგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ (სეპარატიზმის კანონიერი უფლება მიენიჭათ) .

    ზემორე ორი კანონი შეიქნა საფუძველი გორბაჩევის საკავშირო ტელევიზიით გამოთქმული მუქარისა საქართველოს მიმართ: „თუ საქართველო გავა საბჭოთა კავშირიდან – იგი გავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“-ო. მიაქციეთ ყურადღება – გორბაჩევს არ უზსენებია აჭარა (რომლის სტატუსიც სპეციფიური იყო თურქეთთეან დადებული ხელშეკრულებით)….”

  • Bimo says:

    უბინძურესი დოკუმენტი შეიქმნა სახაროვ -მამარდაშვილის ”მცირე იმპერიის” კონცეფციის შესაბამისად …მასში მონაწილეობდნენ ვითომდა დისიდენტები -კგბ-ს შნირები გორბაჩოვის,შევარდნაძის ..დავალებით და დაფინანსებით…ამ დოკუმენტით ქართების დაპყრობილი ოსები,აფხაზები,სვანები,მეგრელები,ჯავახები,აჭარლები… ჰელსინკის თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე უნდა ”განთავისუფლდნენ” ქართველთა ბატონობისაგან ,რაც ნაწილობრივ შევარდნაძის ბანდამ განახორციელა 1992-93 წწ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსებისთვის გადაცემით…დანარჩენების ”განთავისუფლებაზე” ტალიავინის რეკომენდაციებში წერია
    …ამ დოკუმენტის მომზადებას წინ უძღოდა საქართველოში მოსამზადებელი სამუშაოები,კერძოდ ბერძენიშვილი,ჟვანია,ჟორჟოლიანი მოგზაურობდნენ ევროპაში, ავრცელებდნენ სიცრუეს ზვიად გამსახურდიას მიერ ოსების ,აფხაზების..შევიწროების შესახებ, ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი მინდიაშვილების ფოტომასალები ხაინდრავას მიერ გადაიგზავნა ჯერ ისრაელში ,შემდეგ ევროპის ქვეყნებში თითქოს ქართველების მიერ ცოცხლად დამწვარი ოსების ცხედრები იყო…მახსოვს ზვიად გამსახურდამ მათ მოუწოდა მე მაკრიტიკეთო და ქვეყანას ნუ მტრობთო…მარტო ამ დოკუმენტისთვის ეს პირები მინიმუმ საზოგადოებრივ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ

  • პაპა კარლო says:

    gaixare BIMO, ai rogor kargad Cans Seni postidan, rom nacionalebi da respublikelebi erTi urCxulis ori Tavia.
    SeZvrnen parlamentSi da iqidan angreven saqarTvelos!!!

  • მერაბი says:

    როგორ მაგონებს დღევანდელი სიტუაცია, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის დროს.მახსოვს მაშინაც ასე იწყებოდა თბილისში საუბარი :რა უფლებით ლაპარაკობენ ზუგდიდში -მეგრულად!ან რატომ ასწავლიან მეგრელი დედები თავიანთ პატარებს მეგრულ ენას .სამწუხაროდ ისტორია მეორდება… დავიჯერო საქართველოში სხვა პრობლემები არ არსებობს?

  • სხვა ილია says:

    მეუფე ანანიას სტატიები ბევრი წამიკითხავს…..
    მე მესმის რომ მას უნდა რომ ემსახუროს ქართულ იდეას – ქართველების (იგულისხმება ყველა წარმოშობის ქართველი) ერთიანობას, მაგრამ ამას ის აკეთებს ნაჯახით და უკუ შედეგს იღებს. არასდროს ისეთი პროტესტი არ გამჩენია ვითომ სამეცნიერო ნაშრომების მიმართ, რომელიც ქართველური ტომების წარმოშობას ეხება, როგორც მეუფე ანანიას პასკვილების კითხვისას… ეს კაცი ზუსტად ისევე წერს მეგრელებზე, ზანებზე, ჭანებზე, სვანებზე, როგორც სომეხი ვაი ისტორიკოსები – საქართველოზე… თითქოს ეს ტომები საიდანღაც ციდან არიან ჩამოფრენილი…. ამ ვაჟბატონს ვურჩევ აიღოს საქართველოს რუქა და ლიხის ქედს აქეთ ტოპონიმები შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს ქართიზაციაზე…. ეს ეხება იმერეთსაც, გურიასაც და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსაც…. ქართიზაცია კი რას ნიშნავს, იცით მეგობრებო? ქართუს (ქორთუს) ტომების გავლენით დღეს რომ ზანური არ არსებობს იმერეთში, მიუხედავად იმისა, რომ ტოპონიმების 80% ზანურია… ასევე ის რომ აჭარლებს წარმოდგენა რომ არა აქვთ ჭანები რომ არიან და მათ მხარეს აჭანრა ერქვა…. ჭანურის ცოდნაზე ლაპარაკიც ზედმეტია…. მეუფე ანანიას კი მინდა ვუთხრა, რომ გაყალბებით, ფაქტების მიჩუმათებით ის სამსახურს კი არ უწევს ქართულ საქმეს, პირიქით ვნებს მას… და რა არის ამაში ისეთი ცუდი, რომ ამის დამალვა ღირდეს… ამ დამალვით უფრო მეტ ავადმყოფურ ინტერესს არ იწვევს ის ადამიანებში, რომლების მერე ამას სათავისო ინტერპრეტაციას გაუკეთებენ, ვიღაცეების ინტერესებიდან გამომდინარე?… დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა თუ მხოლოდ იმაზე დგას, რომ მეგრელებს არაფერი გაუკეთებიათ საქართველოსთვის, ჭანებს და ზანებს არასოდეს უცხოვრიათ დასავლეთ საქართველოში, ლაზები კი ვის დაკარგიან საერთოდ, მეგრული, ლაზური და სვანური დიალექტებია მხოლოდ და მეტი არაფერი, მაშინ ასეთი სახელმწიფო არც უნდა არსებობდეს…. იდეა კი იმაში უნდა იყოს, რომ ჩვენ, ნებისმიერი ტომობრივი წარმოშობის ქართველს, ერთმანეთის მეტი არავინ არ გვყავს და ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც იმაზე იზრუნებს რომ ჩვენ არ გავქრეთ საერთოდ, მიუხედავად ტომების მიგრაციისა საქართველოს ტერიოტორიაზე… და არა იმაზე რომ დავაკნონოთ, დავამციროთ, გავაყალბოთ ზოგიერთი ტომის როლი და ადგილი საქართველოს ისტორიაში. იმისათვის რომ ემანდ ვინმეს რამე არ მოუნდეს და ზედმეტი არ მოითხოვოსო… რა ამის ეშინია მეუფე ანანიას? იმის ეშინია, რომ მეგრელები დამოუკიდებლობას მოითხოვენ? და რას ეტყვის? რომ მეგრელებს დასავლეთ საქართველოში არასოდეს უცხოვრიათ? რომ მეგრული ენა ენა კი არ არის, არამედ ქართულის ცუდად ცოდნის შედეგია? სვანური კი ვიღაც ავადმყოფის ნაბოდვარია ქართულად რომ არ ელაპარაკათ სვანებს იმიტომ შექმნილი? ლაზები – შავი ზღვისპირეთის საქართველოს ნაწილს მოითხოვენ? და თუ მოითხოვეს, ისე გავაყალბოთ ისტორია, რომ რაც შეიძლება ნაკლების მოთხოვნის საფუძველი ქონდეთ? ახლა მითხარით, რომ ამის შიში ავადმყოფობა არ არის, ან უფრო შორს მიმავალი ნაღმების ჩადების მცდელობა??? ერთ მოკრძალებული პასუხი იმ მოსაზრებას, ვინ გიშლით განვითარდითო…. თუ მეგრელები და სვანები საქართველოს მოქალაქეები არიან და არიან, მაშინ ამ საკითხზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, თუ როგორ იზრუნოს ეს ტაქტიკის საკითხია და არა სტრატეგიის… მე მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა მეუფე ანანიასნაირ ,,ქართულ საქმეზე” მზრუნავებს. ბატონებო, წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღეს სამეგრელოში მეგრული არ ეცოდიბეა არავის, სვანეთში – სვანური, ისევე როგორს დღეს ჭანური და ზანურია მკვდარი, ბედნიერები იქნებით???? ამით ქართული სახელმწიფო ბედნიერი იქნება??? თქვენ პასუხშივე იპოვით პასუხს იმაზე თქვენ თვითონ ვინ ხართ და არავისი იარლიყის მიკერება არ დაგჭირდებათ. ის პასუხი, რომ ამ ენებს ასეთი ბედი არ ელით, მიუღებელია… არგუმენტი, რომ ეს ენები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მიღებელია, რადგან მაშინ ისინი დიალექტები არ ყოფილან.. ბოდიშს გიხდით წინასწარ, თუ ვინმე ჩემ მოსაზრებას, პირადულად აღიქვამს..
    ერთიც, ბოდიშის მოხდით – ამერიკული სადნობი ქვაბი საქართველოში არ გამოვა და ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ამ ქვაბის ხელოვნურად შექმნა, კი იმ ქვეყანას ააფეტქებს რომლისთვისაც ის იქმნება… გამგები გაიგებს…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი