მთავარიქრისტიანობა"ქალი არ არის კაცის საკუთრება" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

“ქალი არ არის კაცის საკუთრება” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე, 22 თებერვალს თემქაზე შეყვარებულის მიერ 21 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

left დეკანოზი თამაზ ლომიძე (მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია):

“ქალი არ არის კაცის საკუთრება.

ამ მართლა ავადმყოფების, ამ ქალების მკვლელი თუ მცემელი “შეყვარებულების” მთავარი უბედურებაა მათი ავადმყოფური მესაკუთრეობის და უპირატესობის განცდა ზოგადად ქალის მიმართ.

შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!

არც დედა, არც შეყვარებული, არც ცოლი და არც შენი საკუთარი ქალიშვილი არაა შენი, როგორც კაცის საკუთრება.

დედა გივლის მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისურვა შენი გაჩენა და მას უნდოდა, რომ ჰყვარებოდი.

ცოლი შენთან ცხოვრობს არა იმიტომ რომ შენ ხარ ასეთი კარგი, არამედ იმიტომ, რომ მან შეგიყვარა ასეთი და მან ისურვა შენთან ყოფნა.

შეყვარებული გოგონა შენთან დარჩება არა იმიტომ, რომ შენ გნებავს ასე, არამედ იმიტომ, რომ მან ისურვა ჰყვარებოდი და მან გადაწყვიტა შენთან დარჩენა.

საკუთარ ქალიშვილსაც ეყვარები არა იმიტომ, რომ შენ გააჩინე და გაზარდე, არამედ იმიტომ რომ, მან, როგორც პიროვნებამ, ისურვა, ჰყვარებოდი.

სანამ ასე არ აღზრდის და ამას არ ჩაუნერგავს ქართველი დედა თავის ვაჟს, მუდამ ასე ჭირვეული იდიოტივით ეგონება ზოგიერთს, რომ ქალი მისი საკუთრებაა და სასიკვდილოდაც გაიმეტებს სიყვარულზე უარის შემთხვევაში.

ისე, ქალი რომ შენს ყურადღებას და სიყვარულს უარყოფს, როგორ შეიძლება ამან გაგაბრაზოს თუ მართლა კაცი ხარ?!”

1 COMMENT

  1. ვერაფერი ქადაგებაა და ლანძღვა/გინება უფროა. დამშვიდებული და ცივი გონებით ნათქვამი სიტყვა უფრო საჭიროა დღეს მრევლისათვის ვიდრე იდიოტებისა და ავადმყოფების ძახილი. ჩემი ნება რომ იყოს ამ სამარცხვინო სიტყვებს წავშლიდი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები