მთავარი » პოპულარული

პროფესიული კოლეჯის მშენებლობა გლდანში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.04.2012 | 2,858 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრი შენდება. მშენებლობის მიმდინარეობას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო.

ოშკი თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუწევს.

კოლეჯში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ისეთ მოთხოვნად პროფესიებს როგორიცაა: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი, ელექტრიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ბუღალტერი და სხვა. კოლეჯში პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროფესიული კოლეჯი საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.

გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი