მთავარიჯანმრთელობაპომიდვრის სასარგებლო თვისებები

პომიდვრის სასარგებლო თვისებები

მრევლი პომიდვრის შემადგენლობაში შედის : B1, B2, B6, B9, A, K, E, C ვიტამინები და ბეტა კაროტინი. პომიდორი აგრეთვე შეიცავს: რკინას, იოდს, თუთიას, კალიუმს, კალციუმს, სპილენძს, ნატრიუმს, გოგირდს და მცირე ოდენობით ფრუქტოზასა და გლუკოზას.

პომიდვრის შემადგენლობაში აგრეთვე შედის ანტიოქსიდანტი – ლიკოპენი, რომელიც მას წითელ შეფერილობას აძლევს. ეს ანტიოქსიდანტი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

პომიდვრის რეგულარული მიღება სასარგებლოა: სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევისათვის, გუნება-განწყობილების გაუმჯობესებისათვის, ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისათვის, შაქრის დონის სტაბილიზაციისათვის.

პომიდორი შედის ჰიპოციდური გასტრიტით, ნაწლავის ატონიით, ფეხმძიმე, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავით დაავადებულ ავადმყოფთა კვების რაციონში.

პომიდორი სასარგებლოა საშვილოსნოს, მკერდის, სწორი ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკისთვის. პომიდვრის წვენი შეგვიძლია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მივიღოთ, წვენთან ნიორი ან ახალი მწვანილი შეიძლება, მაგრამ მარილი ან რაიმე სახის შეკაზმვა არ სჭირდება, რათა მისი სამკურნალო თვისებები არ დაიკარგოს.

ონკოლოგიური დაავადებების დროს:

100 მილილიტრ პომიდვრის წვენს უნდა დავუმატოთ 100 მილილიტრი ჭარხლის წვენი და ცოტა ლიმონის წვენიც. 50 მილილიტრ პომიდვრის წვენს დავუმატოთ 100 მილილიტრი ჭარხლის წვენი და 50 მილილიტრი ცოცხალი ნიახურის წვენი. მათი მიღება შეიძლება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მეოთხედი ჩაის ჭიქა დღეში ერთხელ.

პომიდორი ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. მის შემადგენლობაში შემავალი B ჯგუფის ვიტამინი აუმჯობესებს სახის ფერს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და კანს აახალგაზრდავებს.

პომიდორი გამოიყენება, როგორც საჭმლის მომნელებელი საშუალება, იგი ასევე გვეხმარება მხედველობის შენარჩუნებაში. ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების დროს ხმარობენ, როგორც ბაქტერიოციდულ საშუალებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები