მთავარი » ქრისტიანობა

რაში მდგომარეობდა პირველი ადამიანის ცოდვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.03.2022 | 637 ნახვა

ნეტარი ავგუსტინე მას ურჩობაში ხედავს: „შეუძლებელია, რომ საკუთარი (თავისუფალი) ნება დაცემის უდიდეს სიმძიმედ არ დაატყდეს თავზე ადამიანს, თუკი იგი ქედმაღლურად ამჯობინებს მას უზენაესის ნებას. სწორედ ეს გამოსცადა ადამიანმა, როცა გარდახდა (გარდავიდა) საღვთო მცნებას და ამ გამოცდილების გზით შეიცნო განსხვავება… მორჩილების სიკეთესა და ურჩობის ბოროტებას შორის“.

ხოლო ძველი დროის საეკლესიო მწერალთა უმრავლესობა ამბობს, რომ ადამი ამპარტავნების გამო დაეცა: „სადაც ცოდვით დაცემა მოხდა, იქ პირველად (მანამდე) ამპარტავნება დამკვიდრდა, – ამბობს ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი. ამპარტავანის სასჯელი არის დაცემა, ხოლო მაწყინებელი – დემონია… მხოლოდ ამ ერთი ვნებისაგან, სხვა ვნებათა გარეშე, ეშმაკი ცათაგან გარდამოვარდა“, – განაგრძობს ეს ღირსი მამა. ამასვე ამბობს ღირსი მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც: „ლუციფერი, მის კვალად კი – ადამიც: ერთი ანგელოზი, მეორე კი – ადამიანი, გამოვიდნენ თავიანთი ბუნებიდან, და გაამპარტავნებულებმა თავიანთი შემოქმედის წინაშე, თავად ისურვეს ღმერთები გამხდარიყვნენ“.

ამპარტავნება კედელია ადამიანსა და ღმერთს შორის. ამპარტავნების ფესვი ეგოცენტრიზმია, საკუთარი თავის წარმოდგენა სამყაროს ცენტრად, მიქცევა საკუთარი არსებისაკენ, თავის მოყვარება, მოსურვება. ცოდვით დაცემამდე ადამიანის სიყვარულის ერთადერთი ობიექტი ღმერთი იყო, მაგრამ, აი, გაჩნდა ფასეულობა ღმერთის გარეთ – კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, რომელიც მოჩანდა „…კეთილ… ჭამა[დ] და სათნო თვალთათჳს ხილვად და შჁიერ განცდად…“ (შეს. 3, 6) – და ფასეულობათა მთელი იერარქია ინგრევა: პირველ ადგილზე აღმოჩნდა ჩემი „მე“, მეორეზე კი ჩემი სურვილის საგანი. ღმერთისათვის ადგილი აღარ რჩება: იგი დავიწყებულია, განგდებულია ჩემი ცხოვრებიდან.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი