მთავარი » ქრისტიანობა

პირჯვარი – წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.10.2023 | 298 ნახვა

ერთად შერთებული სამი თითი, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, წმიდა სამებას ნიშნავს; ორი მოხრილი – იესო ქრისტეს ორ ბუნებას – ღმრთეებრივსა და კაცობრივს. თითებს პირველად შუბლზე ვიდებთ, რათა აზრი განიწმინდოს. შემდეგ გულზე – გულის გასაწმენდად, მერე მხრებზე, რათა ქრისტეს გულში გავძლიერდეთ. ჯვარს იმიტომ ვისახავთ, რომ ჯვარცმულმა ღმერთმა იესო ქრისტემ დაგვიცვას და დაგვიფაროს. შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული.

ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწრდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი ერთობ მოკლეს. თითქოს გულზე სრული ჯვარის გამოხატვა რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერის დროს აქეთ-იქით იყურება, ან ლაპარაკობს. – ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოცველნი არიან? ზოგიერთნი კი შიშითა და კრძალვით შეამტკიცებენ სამ თითს, ხელს მაღლა აღმართავენ და ჯვარის სახეს შუბლზე, გულსა და მხრებზე მტკიცედ დაბეჭდავენ. შესაბამისად, მათი საიდუმლო ლოცვაც მტკიცე და მხურვალეა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი