სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, პეტრე-პავლობის დღესასწაული თევზით ხსნილი იქნება. როგორც უწმიდესმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, კალენდარში არ წერია პეტრე-პავლობას ხსნილია თუ მარხვაა.
“პეტრე-პავლობა ოთხშაბათია და გავახსნილოთ თევზით. მეორე დღეს კი სვეტისცხოვლობაა, 12 მოციქულის დღესასწაულია. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ” ,- მიმართა მრევლს პატრიარქმა.
პეტრე-პავლობა 12 ივლისს აღინიშნება.
