13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობადღესასწაულებიგილოცავთ პეტრე-პავლობას - "თავნი მოციქულთან ვადიდნეთ"

გილოცავთ პეტრე-პავლობას – “თავნი მოციქულთან ვადიდნეთ”

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე – პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა პეტრე და პავლე ქრისტეს მოციქულები იყვნენ. ისინი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი იყვნენ სხვა მოციქულთა შორის. ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, სხვა გადმოცემით – პავლეს სრული ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს მახვილით თავი პეტრეს ჯვარცმის შემდგომ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტეანთათვის. IVს. წმ. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსტანტინეპოლში აღმართა ტაძრები წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე.

დღესასწაულზე სრულდება პეტრე-პავლობის მარხვა, რომელიც სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო. სულმოფენობის დღესასწაული თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. შესაბამისად, პეტრე- პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება.

ტროპარ-კონდაკი

ტროპარი: თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ , მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათაი.

კონდაკი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: მტკიცენი და ღმრთისმეტყუელნი ქადაგნი და მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებლსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითვალენ უფროის ყოველთა მსვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყი დაფარულნი გულთანი.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები