მთავარიეკლესია-მონასტრებიპეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი ქუთაისში

პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი ქუთაისში

წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელზე მრავალი ტაძარია აგებული, რომელთა შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი თავისი ისტორიული მნიშვნელობით უკავია ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს, რომლის კურთხევიდან მიმდინარე 2023 წელს შესრულდა 120 წელი.

ხსენებული ტაძრის აგების იდეის განხორციელება დაიწყო 1881 წლის 10 მაისს, იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით. 1944 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარი გაიხსნა.

ტაძარი აგებულია ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში, აღმართულია ქვით ნაგები ეკლესია. ეკლესიის კუბური მოცულობა სრულდება აღმოსავლეთით შვერილი აბსიდით, გუმბათით. ეკლესია გეგმით ეგრედწოდებულ კუპელჰალეს ტიპს წარმოადგენს. წყობა რეგულარულია. ინტერიერში ეკლესია სრულდება აღმოსავლეთით დაბალი საკურთხევლით, რომელსაც აქვს მაღალი შუბლი. კედლებიდან გადაყვანილი შეტყუპებული თაღებით შეკრული გუმბათქვეშა სივრცე, გვირგვინდება წახნაგოვანი, ვიწრო გუმბათით. ეკლესიას აღმოსავლეთ მხარეს, მთელ სიგანეზე მიუყვება გრანდიოზული ხის კანკელი. ეკლესია სამივე მხრიდან იდენტური ზომისაა და გაჭრილია ფორმით დიდი, თაღოვანი ჭედურობით შემკული კარები. ფასადები შესრულებულია რუსული კლასიციზმის სტილში. ეკლესია ხერხულა კარნიზით სრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი გამოცხადდა ქუთაისის საკათედრო ტაძრად.

ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში დაკრძალულნი არიან: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტები დავითი (კაჭახიძე; +1935) და ნაომი (შავიანიძე; +1969). ასევე, ტაძარში დაკრძალულია გენერალი, თავადი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები