მთავარიქრისტიანობაპატრიარქს სამართლიანობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

პატრიარქს სამართლიანობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მსოფლიო იურისტთა ასოციაციამ” სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა. პატრიარქი დაჯილდობა საპატრიარქოში გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენტი კინ კორლი და ამავე ორგანიზაციის ექსპრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი ესწრებოდნენ, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და იურისტები.

უცხოელმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პატრიარქს მიღებისათვის, მისი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისა და განვითარების საქმეში. მათ აღნიშნეს, რომ სამართლიანობის უმაღლესი ორდენი ამერიკის იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა რომის გარდაცვლილ პაპს იოანე პავლე მეორეს და დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ასევე სხვა პირებს.

შეხვედრაზე პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა სამართლიანობის უმაღლესი ორდენის მინიჭების გამო. მისი თქმით, ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს.

“საქართველოს და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგესალმებით. ის ჯილდო, რომელსაც დღეს ვიღებ თქვენგან, სრულიად მოულოდნელია ჩემთვის. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს ყოველი ადამიანი, და მით უმეტეს, პატრიარქი. ეს არის სამართლიანობის აღდგენა და მართლაც, ადამიანისა და კაცობრიობის ყოფაში სამართლიანობა უნდა იყოს უმთავრესი. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ ყურადღებისათვის. ჩვენ ვიმყოფებით იმ დარბაზში, რომელშიც რომის პაპი იოანე პავლე მეორე მივიღე და მქონდა მასთან მეგობრული ურთიერთობა. მინდა მოვიყვანო სიტყვები ნეტარი ავგუსტინესი: მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის. მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. ძველი რომაელები ამბობდნენ: “კანონი რაც უნდა მკაცრი იყოს, ის არის კანონი და უნდა დავემორჩილოთ მას.” ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები, გვყავს ახალი პრეზიდენტი და ხელისუფლება. ვფიქრობთ, მშვიდობა იქნება ჩვენთან და მშვიდობას შევინარჩუნებთ. მადლობას ვწირავ მსოფლიოს იურისტთა ასოციაციას ამ ჯილდოსთვის”, – ბრძანა ილია მეორემ შეხვედრაზე.

პაატა ცნობილაძის თქმით, ამ დიდი ჯილდოთი 22 ნოემბერს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დააჯილდოვებენ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები