სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 2008 წლის 19 იანვრიდან, წელიწადში რამდენჯერმე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა იმართება. თითოეულ ნათლობაზე 500-მდე ბავშვი ინათლება.
24 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-მდე ბავშვი გახდა.

დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.
პატარებს ნათლობისას ტრადიციულად საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
