მთავარიქრისტიანობაპატრიარქმა თავის ნათლულებს და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა

პატრიარქმა თავის ნათლულებს და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა

1-ელ მარტს საკვირაო ქადაგებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მის ნათლულებს და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა.

პატრიარქის ნათლული

უწმინდესმა მათ დაავალა, მოძებნონ ისეთი გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები და მოუარონ, ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე – კედრის ან ნაძვის ნერგი.

“ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით.

მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. 7 მარადმწვანე ნერგი – კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე”, – ბრძანა პატრიარქმა.

4 COMMENTS

  1. ეს გახლავთ ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფის ნომრები: 593 90 08 10; 555 41 33 40; 593 46 45 71.

  2. • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები
    • მშობლების ჯვრისწერისსა და ქორწინების მოწმობების ასლები
    • შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
    • მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი სიდი დისკით.

    საკონტაქტო ტელეფონები:
    593 90 08 10
    593 46 45 71
    jer ar ariso dadgenili rodis iknebao

  3. მაინტერესებს როდის დაიწყება ბავშვების რეგისტრაცია? მადლობა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები