1tv.ge
ილია მეორემ ოშკი და რეაბილიტირებული იშხანი მოილოცა და თურქული მხარე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საქართველოში მოიწვია. პატრიარქის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დასრულებულია.

ოშკსა და არდაშენში ღვთისმსახურების აღდგენა და წირვა-ლოცვის განახლება, ქართულ ტაძრებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაობის პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა და ერთობლივი კომისიის შექმნა, – ამ და სხვა თემებზე უწმინდესმა თურქეთის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პირველად ისაუბრა.
თურქეთში ჩავიდა “მოამბის” გადამღები ჯგუფი. ვიზიტს მერაბ წულუკიძე შეაჯამებს.

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი და იმედს გამოვთქვავ რომ ეს მოლაპარაკებები, რომლებიც გაგრძელდება საქართველოში დადებითად დასრულდება. ვილოცოთ ჩვენი ტაძრების აღდგენისათვის