მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.09.2015 | 3,468 ნახვა

20 სექტემბერს პატრიარქმა მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა. ჯვრის კურთხევამდე მან მრევლს ქადაგებით მიმართა.

“მოწმენი ვართ, რომ ღვთისმშობელი, რომელიც სრულიად საქართველოს პატრონია, არ ტოვებს თავის მამულს და წილხვედრ ქვეყანას და ამისთვის ჩვენ დიდებას და მადლობას ვუძღვნით”, – ბრძანა უწმინდესმა.

ჯვარი-მახათაზე

ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლთან ერთად ლოცვა “მოწყალებისა კარი განგვიღე…” წარმოთქვა. პატრიარქმა პარაკლისი აღასრულა და ჯვრის კურთხევის ცერემონია დაიწყო. ჯვრის კურთხევის დასრულების შემდეგ მრევლს ჯვარზე მთხვევის საშუალება ჰქონდა. მომლოცველებს ღვითისმშობლის ხატები გადაეცათ. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ ღვთიმსშობლის ხატის უკანა გვერდზე დაწერილი ლოცვა “მოწყალებისა კარი განგვიღე…” წაიკითხონ.

ჯვრის კურთხევას თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეკურთხა ჯვარი, რომელიც უნდა აღიმართოს იმ ტაძრის გუმბათზე, რომელსაც მთელი საქართველო აშენებს. ვინაიდან ამ პროცესში თითოეული ჩვენი თანამოქალაქეა ჩართული, ყველაფერი შენდება და კეთდება ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს გვინდა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • vaxtangi says:

    სიყვარილი ყველა სისხლით ნათესავზე ძლიერია და ამიტომაა ადამიანთ სიყვარული ერთმანეთისადმი თანასწორი.დიდება უფალს ყოველი ჩვენი დღისთვის.მოწყალებისა კარი განგვიღ ღვთის მშობელო ქალწულო უფალი შენთანაა კურთხეულ ხარ შენ დედათა შირის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალ მოწყალე ამინ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი