მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქმა ევროკომისარს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში დახმარების თხოვნით მიმართა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.04.2016 | 1,101 ნახვა

ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საპატრიარქოში თანმხლებ პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.

პატრიარქმა ილია მეორე შეხვედრისას ევროკომისარს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში დახმარების თხოვნით მიმართა.

“ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ საქართველო იყოს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების წევრი. ჩვენ მადლობლები ვართ რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოსთვის. საქართველოს სჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ არ გვაქვს აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე და ჩვენთვის ეს დიდი ტკივილია. მე, 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს უძველესი ნაწილია”, – აღნიშნა უწმიდესმა და დასძინა, იმისათვის რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ბევრი რამ გაკეთდა.

უწმიდესმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მალე შედგება.

“ჩვენ გვაქვს ერთი თხოვნა თქვენთან. ამ პერიოდში მრავალი ქართველი ახალგაზრდა წავიდა ევროპაში და არალეგალურად ცხოვრობენ იქ. ეს ართულებს მათ ცხოვრებასაც და ჩვენს ცხოვრებასაც. მათ არ შეუძლიათ თავისუფლად მიმოსვლა სამშობლოში. ამ არალეგალებმა ლეგალიზაცია უნდა მიიღონ. თუ შესაძლებელი იქნება ეს გაკეთდეს, ჩვენ ძალიან მადლობლები ვიქნებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე მართლმადიდებელი ადამიანი ბრძანდება”, – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორემ შეხვედრისას საბერძნეთში გასამართ წმინდა კრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია ემზადება წმინდა და დიდი კრებისთვის.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი