მთავარიქრისტიანობაპატრიარქმა ერს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვის თქმის კურთხევა მისცა

პატრიარქმა ერს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვის თქმის კურთხევა მისცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნატარესი ილია მეორე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდუბეში, ილია მეორე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიბრძანდა და ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა.

პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა:

“ჩვენ ვემზადებით არჩევნებისათვის, სადაც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. შევთხოვოთ ღვთისმშობელს, დედა საქართველოს გადააფაროს თავისი კალთა, დაიფაროს ხილული და უხილავი მტრებისაგან. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ დაამშვიდოს საქართველო,”- აღნიშნა უწმიდესმა.

პატრიარქმა ღვთისმშობლის ერთ-ერთი ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. “მოწყალებისა კარი განგვიღე ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო”,- ამ ლოცვას უწმიდესის თქმით სასწაულებრივი ძალა გააჩნია და მას ქართველი ხალხი არაერთხელ უხსნია განსაცდელისგან…

ილია მეორე: “ახლა მთელი საქართველო დაიწყებს ლოცვას და ეს გაგრძელდება 1-ელ ოქტომბრამდე. როცა გექნებათ დრო, თქვით ეს ლოცვა და ღმერთი უშველის საქართველოს და ჩვენ”.

პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მისცა ერს, სადაც არ უნდა იყვნენ, გზაში, სახლში თუ ტაძარში, როცა ექნებათ საშუალება მუდმივად იმეორონ ეს ლოცვა. პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მისცა ერს, სადაც არ უნდა იყვნენ, გზაში, სახლში თუ ტაძარში, როცა ექნებათ საშუალება მუდმივად იმეორონ ეს ლოცვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები