მთავარი » პოპულარული

ილია II 9 აპრილის მემორიალთან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.04.2012 | 1,467 ნახვა

9 აპრილის მემორიალთან დღეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

პატრიარქი 9 აპრილის მემორიალთან პატრიარქი მემორიალთან სამღვდელოების წარმომადგენლებთან და მგალობლებთან ერთად მივიდა.

მემორიალთან იმყოფებოდნენ, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

“დღევანდელი დღე არის სიმბოლო საქართველოს ისტორიის, სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, ამ თავისუფლებისათვის ბრძოლისა და ამ ბრძოლაში გაღებული ძალიან დიდი მსხვერპლისა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 23 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. ამ დღეს რამდენიმე ათეული ადამიანი მსხვერპლად შეეწირა.

1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი