მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქისა და სტუდენტების შეხვედრა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.09.2012 | 2,564 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სხვა სასწავლებლის სტუდენტებს 25 სექტემბერს შეხვდა. შეხვედრაზე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა:

ილია მეორე კერძოდ, იმ დაჭერებზე, რომელიც ამ დღეებში განხორციელდა და ხორციელდება; ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებზე, საერთოდ პატიმრებისადმი მოპყრობაზე, ცოდვის სიმძიმესა და სხვა საკითხებზე. პატრიარქმა აღნიშნა, რომ როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს ესა თუ ის ტუსაღი, მისი წამება და ღირსების შელახვა ყოვლად დაუშვებელია.

“ამბობენ, რომ იმართლებენ თავს ვინც ამას აკეთებს, ვინც სტანჯავს, ვინც აწამებს, რომ ისინი მკვლელები არიან, ისინი ცუდის გამკეთებლები არიან. მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიე-მეთქი პატიმრებს, პატიმრებს ნუ აწამებთ-მეთქი. ასევე, სხვა თანამშრომლებს ვაფრთხილებდი, მაგრამ, ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ აი, ამ საშინელებას. ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და ხალხის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანმა გააკეთა ეს საშინელება, უნდა მოინანიოს და თუ არ მოინანია, ეს ცოდვა გადადის თაობიდან თაობაზე.

წინაპრების ცოდვა მოეკითხება შვილებს და შვილთა შვილებს. ცოდვა ეს ხორცმეტია. ცოდვა ამონავებს ადამიანს და საშიში მდგომარეობაა მაშინ, როცა ცოდვა ხდება შენთვის სასიამოვნო. როცა ადამიანი კმაყოფილდება და ურიგდება ცოდვას. ზოგიერთი ვერ გრძნობს ამ ცოდვების სიმძიმეს და იმართლებს თავს და პირიქით, ისეთი შემთხვევაც კი არის, რომ ამბობენ, არჩევნები გაივლის და მერე ჩვენ გიჩვენებთ, რასაც გავაკეთებთ. არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ და მე მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, ასევე ავადმყოფები, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას”, – ბრძანა პატრირქმა.

მისმა უწმიდესობამ აღნიშნა, რომ ეკლესია დიდი ხანია, აყენებს საკითხს ციხეში ციხის მოძღვრის, – კაპელანის დანიშვნის შესახებ, რაც დღემდე არ არის დადებითად გადაწყვეტილი. მართალია, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სასულიერო პირები ხშირად დადიან, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც მოძღვარს მეტი სოციალური დატვირთვა და ზედამხედველობის უფლება აქვს.

“ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ნება დაერთოთ და მუდმივად დაგვენიშნა კაპელანები, მოძღვრები ციხეში და ამაზე უარი გვითხრეს. მე მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაიღუპება, გამოვა ამ მძიმე ცოდვებიდნ იმიტომ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია”, – ბრძანა უწმიდესმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი