18 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიკულტურაპატრიარქის 80 წლის იუბილეს გალა-კონცერტი მიეძღვნება

პატრიარქის 80 წლის იუბილეს გალა-კონცერტი მიეძღვნება

ფონდი “იავნანა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან ოცდამეთხუთმეტე და დაბადების ოთხმოცი წლის იუბილეს, ილია მეორე მსოფლიო საოპერო სცენის ქართველ ვარსკვლავებთან ერთად გალა-კონცერტით მიულოცავს.

კონცერტი 4 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, იანო ალიბეგაშვილი, ბადრი მაისურაძე, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, გია ონიანი, ნანა ქავთარაშვილი, გიორგი გაგნიძე, მარიკა გულორდავა და სხვა მომღერლები მიიღებენ.

სოლისტებს თანხლებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და საგუნდო კაპელა. სადირიჟორო პულტთან ერთმანეთს ნიკოლოზ რაჭველი, რევაზ ტაკიძე, ზაზა აზმაიფარაშვილი და დავით მუქერია შეენაცვლებიან.
ასევე, კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩამოვა ესპანეთში მცხოვრები აფხაზი მომღერალი ილონა მატარაძე, რომელმაც სოხუმი 7 წლის ასაკში დატოვა და 4 იანვარს საქართველოს სცენაზე ის პირველად გამოვა.

საღამოში მონაწილეობას მიიღებს პარიზში მცხოვრები თბილისელი მეცო-სოპრანო სტელა გრიგორიანი.
პროგრამაშია არიები და დუეტები ვერდის, მასკანის, ჩილეასა და პუჩინის ოპერებიდან, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი რამდენიმე ნაწარმოები.

კონცერტი 4 იანვარს, 19.00 საათზე “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები