მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის ქადაგება (25.03.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.03.2014 | 1,466 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

25 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღავლინა და ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

პარაკლისის დაწყებამდე მრევლს ქადაგებით მიმართა ილია მეორემ, დალოცა ისინი და საქართველოს ავტოკეფალიის ისტორიისა და მისი აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამება

„უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: “და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”. ეკლესია ეს არის დაფუძნებული იესო ქრისტეს მიერ. ეკლესიის საშუალებით, დედამიწა, ადამიანი და ცა, ზეციური სამყარო, სასუფეველი უერთდება ერთამანეთს. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიდან სასუფეველში. საქართველოს ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია, დაარსებული მოციქულების მიერ. იგი ანდრია პირველწოდებულმა დააარსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველოს მოსცა მადლი და ძალა ამ ეკლესიის დამაარსებლებით”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, საქართველოს ეკლესია სახელმწიფო ეკლესიად მე-4 საუკუნეში გამოცხადდა, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის იყო აღიარებული მხოლოდ ბიზანტიის იმპერიაში წმიდა კონსტანტინე დიდის მიერ.

“საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულია იმით, რომ საქართველო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. აქ ჩამობრძანებული იყო უფლის კვართი. საქართველოს ეკლესია ქრისტიანული რომ არ ყოფილიყო, მე არმგონია ეარსება ქართველ ხალხს. საქართველოს ეკლესია და ქრისტიანული, მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო საფუძველი ჩვენი ერის, ქვეყნის და ამაზე იყო და არის დაფუძნებული ქართული ცნობიერება, ქართული კულტურა, ქართული ენა და ეს გრძელდებოდა.

მე-5 საუკუნეში საქართველოს ეკლესია დიდი ღვაწლით და შრომით, დიდი მეფის, ვახტანგ გორგასლის მეშვეობით გახდა საკათალიკოსო და პირველი კათალიკოსი იყო მიქაელი. მე-5 საუკუნიდან იწყება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური ცხოვრება. ეს გრძელდება 1811 წლამდე, როდესაც საქართველოს საკათოლიკე ტახტზე ბრძანდებოდა ანტონ II, რომელიც გაიწვიეს რუსეთში და გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, 1917 წელს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით და მოციქულთა და წმიდანების შეწევნით, მღვდელმთავრების ლეონიდეს, კალისტრატეს და სხვათა ღვაწლის შედეგად აღდგა საქართველოს ავტოკეფალია.

“ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
საქართველოს ეკლესია გაძლიერდა ღვთის მადლით და ის არის მტკიცე საფუძველი ჩვენი მომავლისა,“ – ბრძანა ილია მეორემ.

უწმიდესმა დალოცა საქართველო და ეკლესიის ავტოკეფალიის დღე მიულოცა. ასევე, შესთხოვა უფალს, რომ მოგვცეს ძალა და მადლი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი სიძნელეების დაძლევაში.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი