12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაპატრიარქის ქადაგება (15.09.2014)

პატრიარქის ქადაგება (15.09.2014)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საპატრიარქოს ტაძარში სიონი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და ის ახალგაზრდები დალოცა, ვინც ახალ სასწავლო წელს სწავლას შეუდგა.

“გილოცავთ სასწავლო წლის დასაწყის. ღმერთმა მოგცეთ სიბრძე, სიხარული, სიყვარული, სიკეთის კეთების უნარი. დღეს ჩვენ დავლოცეთ საქართველოს სკოლები, მოსწავლენი, უმაღლესი სასწავლებლები, სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სასულიერო სასწავლებლები და დავლოცეთ ყველა, ვინც სულიერად ღებულობს სწავლას და ვისაც აქვს სურვილი, მიიღოს ეს სწავლა”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ქადაგებისას წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიო, ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი. მისი თქმით, წარმოუდგენელია ადამიანმა წიგნის გარეშე იცხოვროს. ილია მეორემ სემინარიაში სწავლის პერიოდიც გაიხსენა.

“მე მახსენდება ჩვენი ერთ–ერთი პროფესორის სიტყვები: ათი სემინარია და აკადემია რომ დაამთავროთ, არაფერი გამოვა, თუ ინდივიდუალურად არ იმუშავეთ თქვენს თავზე და გვირჩია, პირადი ბიბლიოთეკა შეგვექმნა. ჩვენი სტიპენდია ძირითადად წიგნების ყიდვაში მიდიოდა. პროფესორები კითხულობდნენ ლექციებს და ზოგიერთი სტუდენტი კმაყოფილი რჩებოდა ამ ლექციებით. იყო სტუდენტების სხვა ნაწილიც, რომლებიც ყოველდღე მუშაობდნენ ბიბლიოთეკაში, ლექციების შემდეგ. დილის 7 საათზე ვიღვიძებდით, ვლოცულობდით, 9 საათზე იწყებოდა ლექციები და 3 საათზე სადილი გვქონდა. შემდეგ მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ძირითადად ვკითხულობდით საღვთისმეტყველო ლიტერატურას, ფილოსოფიურს, ლოგიკას, ფსიქოლოგიურს, ანთროპოლოგიას, ისტორიას. ამან გამოიღო ძალიან კარგი შედეგი. პირადად მე ვგრძნობდი, რამდენად საჭირო იყო საკუთარ თავზე მუშაობა, წიგნების კითხვა. ეს იყო საწყისი ჩემი წინსვლისა.

ვკითხულობდი წიგნებს და 8 წლის განმალობაში კურსზე ვიყავი პირველი და პირველმა დავამთავრე სასულიერო აკადემია. წარმოუდგენელია ადამიანი იყოს წიგნის გარეშე. რადიო, ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი. ეს არის ზედაპირული ცოდნა. სიღრმისეული ცოდნა მხოლოდ წიგნებიდან უნდა მიიღოთ.

ჩვენ შევთხოვთ უფალს, უფალმა გახსნა ჩვენი გონება, გული. დიდი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა: ადამიანს გააჩნია ორი გონება: მცირე და დიდი. მისი თქმით, დიდი ეს არის ჩვენი აზროვნება და გული არის დიდი გონება. ღმერთმა ინებოს, გაიხსნას ჩვენი ორივე გონება – დიდიც და მცირეც.

ღმერთმა მოგცეთ მადლი, ძალა, სიბრძნე, ამინ!” – ბრძანა უწმიდესმა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები