მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის ქადაგება (08.03.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.03.2020 | 2,537 ნახვა

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი!
,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ სასწაულებს. ყოველდღე ღმერთი გვიჩვენებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ.

მე შენდობის დღეს გითხარით, რომ ძალიან მარტივი გზაა მიმავალი სასუფევლისკენ: ,,ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“ აი ეს ორი: ,,მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა“ და ,,არა განკითხვად ძმისა ჩემისა“, ეს არის პირდაპირ გზა სასუფეველში. ჩვენი წინაპრები ამით ცხონდნენ, ამით შეიძინეს მადლი ღვთისა.
დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. დიდება ჰქონდეს უფალს! დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა!

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს მადლს. ჩვენ თაყვანსა ვცემთ უფალს, რომ გვიადვილებს სასუფევლის გზას, მაგრამ უნდა გავხსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია ეს გზა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, – ეს აუცილებელია.

თქვენ გახსოვთ სახარებაში აღდგომის შემდეგ რომ გამოეცხადებოდა მაცხოვარი მოწაფეებს, კარები ჩაკეტილი იყო და ისე შევიდა მათთან და პირველი სიტყვები, რითაც მიმართა მოციქულებს იყო: მშვიდობა თქვენ თანა!
მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი ვერ გამოგვივა. მშვიდობა უნდა შევიძინოთ ჩვენ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა.

გწყალობდეთ ღმერთი! ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ღმერთმა სიხარული მოგცეთ. სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება და სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული.
დაგლოცოთ ღმერთმა! გწყალობდეთ უფალი! ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ! ჩვენთან არს ღმერთი!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი