მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს (14.06.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.06.2013 | 2,988 ნახვა

საპატრიარქო 2013 წლის 1 მაისიდან, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ კერძო სამაუწყებლო სიხშირის გათიშვის გამო, იძულებული შეიქმნა საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რის გამოც საზოგადოების ნაწილისთვის იგი მუიწვდომელი გახდა, ამან კი ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს.
გთავაზობთ წერილის ტექსტს:

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
ბატონო დავით,

როგორც ცნობილია, 2007 წლიდან ფუნქციონირებს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, რომელიც ძირითადად შემეცნებითი, კულტურული და პატრიოტული გადაცემებით გამოირჩევა.
„ერთსულოვნებას“ დადებული ჰქონდა ხელშეკრულება ტელე-კომპანია „ევრიკასთან“ და ამ ხნის მანძილზე ყიდულობდა მათ სიხშირეს. 2013 წლის 1 მაისს ხელშეკრულების ვადა გავიდა და ეს ურთიერთობაც შეწყდა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია იძულებული გახდა ე.წ. საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რასაც შეზღუდული გავრცელების და მოსახლეობის გაჭირვების გამო მაყურებელთა 40 % ვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხისვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხის ყურებისა. ჩვენ ვიცით, რომ მარეგულირებელ კომისიას თავისუფალი სიხშირე არა აქვს, მაგრამ თუ არის შესაძლებელი, პარლამენტის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ რომ გამოყოს დამატებითი სიხშირე, ეს იქნება დიდი დახმარება ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც. გთხოვთ თქვენს შესაძლო თანადგომას.

პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი