19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაპატრიარქის მიმართვა მრევლს

პატრიარქის მიმართვა მრევლს

პატრიარქი “ა.წ. 21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო”…”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დღეს, 12:00 საათზე, მოხდება ჯვრის აღმართვა მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზეც.

ეს ჯვარი წინა დღეს, 20 სექტემბერს დასვენდება მახათაზე მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც 19:00 საათზე მოხდება მისი კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II მიერ. ნაკურთხ ჯვართან მისვლის და მთხვევის შესაძლებლობა მრევლს ექნება მის აღმართვამდე.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები