სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორემ ხევსურეთში ჩაბრძანდა. პატრიარქმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბარისახოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მოილოცა. ისინი ფესტივალ “ქართული სულის” დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა უწმიდესმა. მან ხევსურული კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სასულიერო პირებს საზღვრისპირა რაიონებში მონასტრების მშენებლობის ლოცვა–კურთხევა მისცა. ილია მეორემ ანალოგიური თხოვნით მიმართა ბიზნესმენებსაც.
