მთავარი » სხვადასხვა

პატრიარქის მილოცვა დავით უსუფაშვილს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2012 | 1,505 ნახვა

მის აღმატებულებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ დავით უსუფაშვილს

ილია მეორე ბატონო დავით,
საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ გულითადი მილოცვა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა დღეს დაგვირგვინდა და აი, ერის წინაშე უკვე მეტად საპატიო და საპასუხისმგებელო თანამდებობით წარსდექით. თქვენი ცოდნა და გამოცდილება, თქვენი გონიერება და სიდინჯე, ვფიქრობთ, დიდად წაადგება საქართველოს ამ ერთ-ერთი რთული და წინააღმდეგობით სავსე პერიოდის დაძლევაში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი და მოგცეთ ძალა ღვთისა და ქვეყნის წინაშე ერთგული და თავდაუზოგავი მსახურებისათვის.

ღრმა პატივისცემით

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
№ 88 26.10.2012


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი