საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ეროვნული უმცირესობების ენებზე ევროპული ქარტიის რატიფიცირების წინააღმდეგია.
“ბოლო დროს განახლდა მსჯელობა რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე,
რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას გამოიწვევს და ქვეყნისათვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ცოდნის საკითხი არ მგვარდება და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება პარლამენტის მიერ ამ თემის რატიფიცირება დაუშვებელად მიგვაჩნია”, – აღნიშნავს პატრიარქი.
ილია მეორე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ჰელსინკში დღეს გაემგზავრა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებს აეროპორტში გააცნო.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საკრებულო პარლამენტისგან რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირებას მოითხოვს, რის შემდეგაც პარლამენტი გადაწყვეტს, თუ რომელ ენას მიენიჭება საქართველოში რეგიონალურის სტატუსი.

ჩვენ ძველი ცუდის აღმოფხვრის ნაცვლად, ახალი სხვა საკითხები “პრობლემები” გვემატება…ძველი ცუდი ძველ მთავრობას ეკუთვნის და ახალი გამოდის ახალ მთავრობას…თუმცა ძველიც და ახალიც ერთად არიან და საკითხებსაც ერთად წყვიტავენ….ანუ ერთნი გამოდიან ….გამოფხიზლდით!
უფალი მეფობს!