მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქი თურქეთში ქართული ტაძრებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და წირვა-ლოცვის აღდგენას ითხოვს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.09.2014 | 2,524 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში სტუმრად მყოფ თურქეთის რელიგილურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს მეჰმედ გორმეზის ოშკში და ხახულში ქართული ღვთისმსახურების აღდგენა სთხოვა.

პატრიარქი–გორმეზი

პატრიარქმა საუბრის დასაწყისში თურქეთში ვიზიტი გაიხსენა.
“მე არ დამავიწყდება ის ძმური და მეგობრული შეხვედრები, რომელიც ჩვენ გქვონდა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. შეიძლება ითქვას, რომ ამის ახალი ეტაპი იქნება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა ჩვენს შორის ყველას არ მოსწონს. მაგალითად, ის რაც მოხდა ამ დღეებში, რომლის შესახებ ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ, ასევე ის რაც მოხდა ჩემი თურქეთში ვიზიტის წინ, როდესაც დაანგრიეს ერთ-ერთი ქართული ეკლესია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაღიზიანებული ურთიერთობები იყოს ჩვენს შორის. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ასეთ მოვლენებს ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია ხალხისთვის”, – ბრძანა უწმიდესმა და აღნიშნა, რომ იგი გაიზარდა ოჯახში, სადაც მუსულმანებს პატივს სცემდნენ.

როგორც ილია მეორემ შეხვედრისას აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი აშენდა, თურქეთში კი ქართული სალოცავები არ არის.

“საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის. ამის გამოსწორება საჭიროა. ისეთ ისტორიული ქართული ძეგლები როგორიც არის არდაშენი, ოშკი, ხახული, იშხანი, ხანძთა, ოთხთა – ეს არის ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული კერები. იქ დღეს ქართველები ჩადიან, იქნებ იყოს საშუალება იქ იმოღვაწონ ქართველმა ბერებმა და აღსდგეს ქართულად მსახურება. მრავალი ქართველი ტურისტი ჩადის თურქეთში, ისინი ითხოვენ ლოცვას ქართულ ენაზე. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას თურქეთში არ გააჩნია იურიდიული სტატუსი”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, თურქეთში ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, კერძოდ, ბერძნულს, სომხურს, რუსულს აქვს იურიდიული სტატუსი, ქართულს კი – არა. პატრიარქის თქმით, შესაძლებელია რელიგიის საკითხებზე სხვა კუთხითაც ურთიერთობის განმტკიცება და თანამშრომლობა.

პატრიარქის ინფორმაციით, რიზეს უნივერსიტეტი საპატრიარქოს უნივერისტეტთან დაძმობილებულია, შესაძლებელია ასევე თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის და თურქეთში, რომელიმე სასულიერო სასწავლებელთან ურთიერთობის ჩამოყალიბება.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის დროს თურქეთში ისაუბრეს ორმხრივი ქართულ-თურქული კომისიის შექმნის შესახებ, რომელშიც ოთხი წევრი საქართველოს მხრიდან შევა, ოთხი – თურქეთის მხრიდან. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ეს კომისია უკვე შექმნილია საქართველოში და როგორც მისთვის არის ცნობილი, თურქეთშიც ჩამოყალიბდა.

პატრიარქმა ითხოვა, ისტორიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებთან ქართულად და თურქულად იყოს გაკეთებული წარწერები, რომ ისინი ქართული წარმოშობისაა.

უწმინდესი საუბრისას ასევე შეეხო თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ქართულ ტაძრებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს და აღნიშნა, რომ საჭიროა ორივე მხრიდან ამ ტაძრების რესტავრაციისადმი ყურადღება, რადგან ეს უფრო მეტ შედეგს გამოიღებს. პატრიარქმა ასეევ ხაზი გაუსვა არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას ამ ტაძრებში, რომელიც ბევრ საკითხს გადაწყვეტს.

“საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ შორის ნამდვილად ძმური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი აღმატებულების, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამობრძანდით ჩვენთან და ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტს ექნება შედეგები”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ გორმეზის ვიზიტს მნიშვნელოვანი და ისტორიული უწოდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • A says:

    ერთადერთი გზა ზეცაში.

    თუ ჩვენ გვინდა ერთი ადგილი, რომ არ ვიცი გზა,
    ჩვენ გვჭირდება პიროვნება, რომ ის იმ ადგილას ან იმ ადგილას მიდის
    შეარჩიო, ამიტომ ჩვენ არ დავკარგეთ.
    ეს აზროვნება ძალიან გონივრულია და მას შეუძლია ჩვენი ლოგიკით მიღება.

    თუ გვინდა წასვლა ზეცაში, ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომ მან იცის გზა წასვლა
    ზეცა ან ადამიანი ზეცაში წავა დედამიწაზე და მას შეუძლია დაბრუნდეს
    კიდევ ერთხელ, ზეცაში. ადამიანი იესოა, ის დაბრუნდება ზეცაში
    მოწაფეები მოწმეების მიერ (საქმეები 1: 9-11), ამიტომ იესოს არა აქვს
    საფლავი დედამიწაზე. იესოს შეუძლია მოგცეთ ზეცაში, მაგრამ სხვა ადამიანი
    რომ მისი საფლავი დედამიწაზე, მაშინ არ იცის მისი სული წასვლა
    ზეცაში ან წასვლა ჯოჯოხეთში. ეს ადამიანი არ არის დარწმუნებული,

    როგორ დაიცვას იესომ თავისი სიტყვის შესრულება და ამის გაკეთება.
    როგორ იცოდეს მისი სიტყვა ყოველდღიურად ბიბლიის კითხვით.
    გთხოვთ, შეატყობინოთ ყველას, ვისაც სწამს იესო, როგორც ღვთის შვილი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი