25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისაზოგადოებაპატრიარქი სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა (10.07.2013)

პატრიარქი სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა (10.07.2013)

10 ივლისს საპატრიარქოში უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა.
უწმიდესის თქმით, ღმერთი არის ერთი და ამიტომ მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამთოწყაროელებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც მუსლიმ და მართლმადიდებელ ხალხს შორის უთანხმოებაზე იყო საუბარი. უწმიდესმა გაიხსენა მისი ბავშვობა და განაცხადა, რომ იგი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო.

“მე დავიბადე ყაზბეგში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩემთან მუსლიმანი ქისტების. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ. ჩვენ ხატების წინ ვლოცულობდით, შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით და ვჭამდით საჭმელს”, – განაცხადა ილია მეორემ.

“ჩვენ 32 წელია, რაც სამთაწყაროში ჩამოგვასახლეს და ვმეგობრობთ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ოჯახებთან. საუბარი, თითქოს ჩვენს შორის დაპირისპირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამას, სავარაუდოდ, პროვოკატორ ადამიანთა ნაწილი აკეთებდა”, – აღნიშნა სამთაწყაროს მკვიდრმა სულიკო ცინცაძემ.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები