მთავარი » სხვადასხვა

პატრიარქი საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2012 | 1,632 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II რუსეთის პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდება.

“უწმიდესის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წელთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში” მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრემიით დაჯილდოვდება.

პრემია ყოველწლიურია და მას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს გადასცემს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მომავალი წლის დასაწყისში მოსკოვშია მიწვეული. 23 იანვარს ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში პრემიის საზეიმო გადაცემა შედგება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი