მთავარისხვადასხვაპატრიარქი პარლამენტის დღევანდელ სხდომას ესწრება

პატრიარქი პარლამენტის დღევანდელ სხდომას ესწრება

პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება.

უწმიდესმა დალოცა ქართველი ხალხი და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მომავალი ბრწყინვალე იქნება.

“ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მომავალი ბრწყინვალე იქნება. ჩვენთან არს ღმერთი!”, – ბრძანა პატრიარქმა სასესიო დარბაზში შესვლამდე.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ილია II-სთან ერთად ათეულობით სასულიერო პირიც მიბრძანდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომა ქუთაისში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
პირველ სესიას საპატიო სტუმრის სტატუსით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები