სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვიდან ჩარტერული რეისით ჩამობრძანდა.
“ღვთის წყალობითა და შეწევნით ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და ვფიქრობ, ეს იყო ისტორიული ვიზიტი და მას კარგი შედეგები მოჰყვება”, – აღნიშნა უწმიდესმა.
პატრიარქს აეროპორტში მრევლი, მგალობლები და სასულიერო პირები დახვდნენ. უწმიდესმა შეკრებილები დალოცა.
უწმიდესი აეროპორტიდან საპატრიარქოში წაბრძანდა.
