მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის ქადაგება დარიალის ხეობაში (15.09.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2011 | 1,489 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

დარიალის ხეობაუფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: “კლდესა მას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას”. აი, ასეთი ტაძარი აშენდა ამ “კლდესა ზედა” და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ “ბჭენი ჯოჯოხეთისანი” ვერ მოერევიან მას. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ალბათ საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი ელოდებოდა ამ ბედნიერ დღეს, რომ აქ, საქართველოს კარიბჭეში აშენებულიყო ტაძარი წმიდა მთავარანგელოზების – მიქაელის და გაბრიელის სახელობის. მინდა გითხრათ, რომ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა სულიერი. მთავარნგელოზი მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სხვანი არიან მფარველნი ყოველი ადამიანისა და, მითუმეტეს, ჩვენი ქვეყნისა. მე და ჩვენ ყველანი ბედნიერი ვართ, რომ ამ წირვას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილი, ეს ტაძარიც მიხეილის და გაბრიელის სახელობისაა.

ვფიქრობ, რომ ამ ტაძარს აქვს კიდევ სხვა მნიშვნელობა. ეს ტაძარი არის რუსეთის საზღვართან. რუსების უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და იქიდან რომ შემოვა სტუმარი, ის ნახავს, რომ შევიდა მართლმადიდებელ მშვიდობიან ქვეყანაში. ეს წმიდა ტაძარი იქნება თავშესაფარი ყოველი მგზავრისა. აქ შეიძლება შედგეს ქვეყნების მეთაურების მოლაპარაკება ისეთი მაღალი დონე იქნება. ვფიქრობ, ამ ტაძარს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ახალგაზრდობისათვის. ის იქნება როგორც სიმაგრე, მსგავსად იმისა, როგორც იყო თავის დროზე თამარ მეფის ციხე-სიმაგრე. ვფიქრობ ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს ჩვენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან.

მთავარანგელოზი მიქაელი გაბრიელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას ამინ!

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ლელა ქემოკლიძე says:

    როგორი ბრძენია ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა დიდხანს გვიცოცოხლოს ჩვენი ერის წინამძღოლად. სასწაულია ეს ტაძარი, მოსალოცად რომ ჩავედით (მრევლი) უდიდესმა სიამყის გრძნობამ მომიცვა, რომ ქართველი ვარ.ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი