ერთხელ მამა მაკარი ტბიდან თავის სენაკში ბრუნდებოდა. მას პალმის ტოტები მიჰქონდა და გზად შეხვდა ეშმაკი – ცელით ხელში. ეშმაკმა მოინდომა მაკარისთვის დაერტყა, მაგრამ ვერ შესძლო და უთხრა:
– ძალა შენია, მაკარი – მე უძლური ვარ შენს წინაშე. რასაც შენ აკეთებ, იმას ვაკეთებ მეც. შენ მარხულობ, მე საერთოდ არ ვჭამ, შენ ფხიზლობ, მე სულ არ მძინავს, მხოლოდ ერთი რამით მამარცხებ.
– რით? – ჰკითხა მაკარიმ.
– სიმდაბლით – უპასუხა ეშმაკმა. აი, რატომ ვარ უძლური შენს წინაშე.
