მთავარი » ქრისტიანობა

პატერიკი – ერთი მებაღის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2015 | 2,559 ნახვა

ღვაწლში მყოფი მამები ერთ მებაღეზე მოგვითხრობენ, რომელიც საკუთარ ბაღს ამუშავებდა და გამომუშავებულ თანხას ქველმოქმედებას ახმარდა, გამოკვებისათვის კი თანხის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს იტოვებდა. გადიოდა დრო. ერთხელ სატანამ გულისთქმა შთაუნერგა: ბაღი
ფული დააგროვე, რომ მოხუცებულობაში და ავადმყოფობისას დანიშნულებისამებრ მოიხმაროო. მებაღემ თანხის გადანახვა დაიწყო და მალე დაგროვილი მონეტებით თიხის ჭურჭელი აავსო.

გავიდა ხანი, მებაღე ავად გახდა – ფეხი დაუჩირქდა; დაგროვილი ფული ექიმებს დაახარჯა, მაგრამ მათ ვერაფერი უშველეს. ერთხელ გამოცდილმა ექიმმა მოინახულა და უთხრა: „თუ ფეხის მოკვეთაზე არ დათანხმდები, მთლიანად დაგიჩირქდებაო“ და ოპერაციის დღე დაუნიშნა. ოპერაციის წინა ღამეს მებაღე გონს მოეგო, საქციელი შეინანა, ოხვრითა და ტირილით მოსთქვამდა: „მოიხსენე, უფალო, მოწყალებანი, რომელიც ბაღში მუშაობისას გამიცია და ავადმყოფებისათვის დახმარების ხელი გამიწვდია“. როდესაც ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: – სად არის შენ მიერ დაგროვილი ფული? სადღა არის შენი იმედის საბაბი? მებაღე საკუთარ ცოდვას მიხვდა და შეჰღაღადა: „უფალო! შეგცოდე. მაპატიე, დღეიდან ადრინდელ საქმიანობას თავს ვანებებ“. მაშინ ანგელოზი მის ფეხს შეეხო და განკურნა.

დილით ექიმები ოპერაციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტებით მებაღესთან მივიდნენ და ავადმყოფი სახლში არ დაუხვდათ; კითხვაზე, თუ სად იყო, მიუგეს: „დილაადრიან სამუშაოდ ბაღში წავიდა“. ექიმი იქითკენ გაემართა და მიწაზე მომუშავე – ყოფილი ავადმყოფი იხილა და უფალი განადიდა, რომელსაც წამისყოფით იმ ავადმყოფის განკურნებაც ძალუძს, ვისი განკურნებაც ექიმებს არ შეუძლიათ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი