მთავარიქრისტიანობა"პატარაობიდან ასწავლეთ თქვენს ბავშვებს სხვა ადამიანის - თანაგრძნობა"

“პატარაობიდან ასწავლეთ თქვენს ბავშვებს სხვა ადამიანის – თანაგრძნობა”

მშობლებო, აღმზრდელებო, მორწმუნეებო და ურწმუნოებო,

თუ გინდათ სახარებისეული მცნების სახით ასწავლეთ და თუ გინდათ ზნეობრივ კანონად გააფორმეთ, სულერთია, მაგრამ, აუცილებლად ასწავლეთ და წარუშლელად ჩაუნერგეთ ბავშვებს სხვა ადამიანის თანაგრძნობის უნარი. თანაგრძნობის უნარი ყველას არ გააჩნია ბუნებრივად, მას სწავლა და აღზრდა სჭირდება. ქრისტეს მცნებაა: “როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ კაცნი, თავადაც ისევე მოექეცით მათ” (ლუკა 6,31) და სწორედ ესაა თანაგრძნობის აუცილებელი კანონი; რასაც შენ გრძნობ საკუთარ თავზე, რაც შენ გტკივა თუ გსიამოვნებს, რაც შენ გამწუხრებს თუ გახარებს, სწორედ ის და ისევე უნდა იგრძნო სხვა ადამიანთან მიმართებაში.

ტანჯვის, ცემის და სიკვდილის სიმწარეს ხომ უფრთხი და ერიდები საკუთარი თავისთვის? რატომ ვერა გრძნობ მაშინ ამას სხვებთან მიმართებაში? იმიტომ, რომ თანაგრძნობის უნარი არ აღზარდა შენში მშობელმა, მასწავლებელმა და გარემომ. პატარა ბავშვისთვის დედის ან აღმზრდელის მრავალჯერ და მტკიცედ ნათქვამი: “შენ ხომ გტკივა, ასევე სტკივა მასაც” ან “შენ ხომ გშია, ასევე შია მასაც” ან “შენ ხომ გაგიხარდება, ასევე გაეხარდება მასაც” და ა.შ. არის აუწონავი საუნჯე, რაც შეიძლება მიეცეს ბავშვის სულსა და გონებას. შეუბრალებელნი, უგულო და ხშირად მკვლელებიც სწორედ ამ თანაგრძნობის უნარგანუვითარებელი ადამიანები ხდებიან.

პატარაობიდან ასწავლეთ თქვენს ბავშვებს სხვა ადამიანის –
თ ა ნ ა გ რ ძ ნ ო ბ ა.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

1 COMMENT

  1. დღეს ახალგაზრდებს სიყვარულის გრძნობა აკლიათ. ამის მიზეზია ამდენი უბედურება რომ ხდება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები