12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიჯანმრთელობაპაროდონტი - ღრძილების ანთება

პაროდონტი – ღრძილების ანთება

პაროდონტის დაავადება, ანუ ღრძილების ანთება ფართოდაა გავრცელებული. სტომატოლოგია კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების უმრავლესობას სხვადასხვა ხარისხით აღენიშნება პაროდონტის დაავადება, რაც თავისთავად იწვევს კბილის მორყევასა და დაკარგვას, თუ დროულად არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა. როგორ ვითარდება ღრძილების ანთება?

ამ თემაზე უფრო ვრცლად კლინიკა უნიდენტის ექიმი-სტომატოლოგი-თერაპევტი თეა ჯანჯალაშვილი გვესაუბრა:

“პაროდონტის დაავადება შეიძლება განვითარდეს, როგორც მხოლოდ ადგილობრივი (კბილის მაგარ და რბილ ნადებში არსებული მიკროორგანიზმები, ტრავმული თანკბილვა, უხარისხო და არასწორად ჩატარებული რესტავრაციები და ორთოპედიული კონსტრუქციები), ასევე ზოგადი (ენდოგენური) ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებით ორგანიზმის რეაქტიული ძალების ცვლილების ფონზე.

ღრძილის ანთებას ისევე, როგორც კარიესულ დაავადებას კბილის ნადებში არსებული სპეციფიკური მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების პროდუქტები იწვევენ. ეს მავნე პროდუქტები შეიცავენ ენდოტოქსინებს, ეკზოენზიმებს და ანტიგენური ბუნების არიან.

ერთის მხრივ, ბაქტერიების ქსოვილში შეჭრის უნარი, რაოდენობა, სახეობრივი შემადგენლობა, გამომუშავებული პროდუქტები, მეორეს მხრივ კი ქსოვილებისა და ორგანიზმის რეზისტენტობა საზღვრავს ანთების ხასიათსა და ხშირად დაავადების ფორმასა და სიმძიმეს (კატარული, წყლულოვანი, ჰიპერტროფული)”.

რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ღრძილების ანთებამ ადამიანი?

ღრძილების ანთებით გამოწვეული დისკომფორტისა და უსიამოვნო სუნის გარდა, დაავადების პროგრესთან ერთად ვითარდება კბილის საყრდენი სტრუქტურის განლევა, რაც კბილის მორყევასა და ხშირ შემთხვევაში დაკარგვას იწვევს.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დაავადებას?

მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად ინდივიდუალური, ზოგადი და სტომატოლოგიური სტატუსის შესაბამისი. აქედან გამომდინარე, მკურნალობას აქვს კომპლექსური ხასიათი ადგილობრივი და ზოგადი თერაპიული საშუალებების გამოყენებით.

პროცესის მიმდინარეობიდან მიზეზისა და განვითარების მექანიზმის გათვალისწინებით იგეგმება მკურნალობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ ანთებითი პროცესის ლიკვიდაციისკენ, არამედ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობისა და მისი დამცველობითი ძალების გაძლიერებისკენ.

გახსოვდეთ, ყოველი სპეციფიკური მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ადგილობრივი გამაღიზიანებელი ფაქტორების მოცილება, რომლის გარეშეც შემდგომი აქტივობა აზრს კარგავს. ეს პროცედურა თქვენმა სტომატოლოგმა უნდა ჩაატაროს, რადგან ადგილობრივი ფაქტორების გამოვლენა და ლიკვიდაცია მხოლოდ პროფესიონალის საქმეა.

ანთებითი პროცესის ფორმის მიუხედავად, ადგილობრივი მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია კბილის მაგარი ნადების მოცილება (პროფესიული ჰიგიენით) და პირის ღრუს ანტისეპტიკური დამუშავება.

რეკომენდებულია სამკურნალო მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული კბილის პასტებისა და სავლების გამოყენება. მაგალითად: პაროდონტაქსი, ლაკალუტი და ა.შ. ასევე, მალამოები მეტროჟილ-დენტა, P, A და E ვიტამინის შემცველი პრეპარატები. სახლის პირობებში შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა სამკურნალო მცენარის: კრაზანას, ევკალიპტის, გვირილის, სალბის, კალენდულას ფოთლებისაგან ნახარში პირის ღრუს სავლებად, ან აბაზანების სახით.

დავით დანელია

მსგავსი სტატიები

22 COMMENTS

  1. ბროწეულის ქერის ნახარშია კარგიო და მართალია?

    • ღრძილები მტკივა და გამოხეხვის დროს სისხლი მომდის და როგორ ვიმკირნალო სწრაფად

  2. ერთი კბილი უკვე ამოუვარდა მეგობარ,ეხლა მეორე ერყევა, ეშველება რამე? მოგვწერეთ რა იხმაროს

  3. გამარჯობათ. ღრძილებიდან სისხლდენა მაქვს და რა ხერხებს მივმართო? დამაკვალიანეთ რაა. ქვედა ყბაზე 4 კბილს შორის მაქვს სისხლდენა. როგორ მოვიქცეე?

    • გამარჯობათ! არარის უცნობი როდესაც ქალს ორსულობის შემდეგ რჩება კბილების პრობლემა… მეც ასევე პირველ ორსულობაზე 2 კბილი გამიფუჭდა მეორეზე სულ დაშლა დამეწყო რამდენიმე ერთად… ამის შედეგად ჯერ დროის უქონლობის გამო ვერ მივდიოდი ხანაც სახსრების გამო ეხლა მესამეზეც ორსულად ვარ და მაქვს ალბათ ანთებითი პროცესი ღრძილზე . ამოსაღები კბილი რომელსაც ყურადღება ვერ მივაქციე 2 დღის წინ ძალიან ამტკივდა ვიფიქრე რომ ორსულს არ ამომიღებდნენ ტკივილი მეორე დღისით აღარ მქონდა მაგრამ ნელელა გარედანქვედა ყბაზე ხელის მიდებისას მტკიოდა დღეს მესამე დღეა და ვგრძნობ უფრო ფართოვდება ტკივილი ალბათ დაჩირქებულიც უნდა იყოს იქნებ მიმითითოთ სტომათოლოგთან რომ მივიდე რამით დამეხმარებიანჩემს მდგომარეობაში (ორსულს) თუ რამე ხალხურ მეთოდს მივმართო ისე რომ ნაყოფს ზიანი არ მივაყენო…. ბოდიშით აეთი კონკრეტულობისთვის

  4. gamarjoabat grdzolebidan mdis sisxli gamoxexvis dros tbilebi michiandeba da memtvreba da zeda ybaze grdzilze mucuki amomdis xolme xandaxav chirqovani da rogor sheidzleba misi mkurnaloba an rogor moviqce? didi madloba

    • Sagamo mshvidobisa ,gedIilebi damiwitlda,mtkiva,sisxldenac maq gamkxexvisas,rogor vimkurnalo ,Arc var saqartveloshi,miechiet ra gzas davadge .gmadlobt

  5. Gamarjoba..grdzilebidan mdis sisxli gaxexvis an xelis dadebitac ki..rogor moviqce mkurnaloba chavitare ramodenimejer magram ushedegod..madlobt winaswar

  6. Gamarjoba.ert grzilze ,sadgac grzilis zirshi maqvs mgrznobeloba.ar maqvs sisxldena saertod.es antebaa tu parodontiti? Ori dgea es erti grzili shemisivdakidec

  7. gamarjobat chem pataras romelic 7wlisaa akvs grdzilebi dawitlebuli da daberili,tavdapirvelad kbilis amosvlis gamo megona magram ufro moumata sheshupebam,sisxldena ar akvs,tu xdeba ese patara asakshi anteba grdzilebis an raime analizis gaketebas xom ar sajiroebs?

  8. მხოლოდ ერთ კბილთან მაქვს შეწითლებული და შესიებულივით რამდენიმე დღეა და საშიშია? რა ხერხს მივმართო ?

  9. gamarjobat. 7wlis bavshvs aqvs grdzilebze wamonazardi burtivit mrgvali da risi brali sheidzleba iyos?

  10. gamardjobat, xrdzilebis mkurnaloba minda, analizis axeba sad sheidzleba? saakadzis quchaze mitxres mara zustad romelnomeria xom ver metyvit?

  11. გამარჯობათ
    რამდენად შველის ღრძილების ანთებას წურბელები?

  12. გამარჯობათ,ღრძილების ანთება მაკვს დასიებული მაკვს,როგორ ვიმკურნალო?ღრძილებიც მტკივა

  13. Gamaejobat mainteresebs sibeznis kbilis amosvlus dros grzilis nawili daepara da chirqi amomdis im daparebuli grzilidan da rame seriozulshi xom ar gadamezarda da rit vushvelo

  14. Kbili amovige ukana da damichirda antibiotikic vsvi da exlac vsvav sachmlis chama michirs ise zalian mtkiva

  15. Gamarjobat.maq xrzilis anteba.cina kbilze vgrznob ro kbilis fesvamde hahrilivit maq xrzili shig nita mxares.ras mirhevdit…madloba cinascar.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები