მთავარისაზოგადოებაპარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა

1tv.ge

პარლამენტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს, აზრთა სხვადასხვაობა დოკუმენტის მეორე მუხლში შეტანილმა შესწორებამ გამოიწვია, იგულისხმება ფრაზა “საზოგადოებრივი ზნეობა”, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა” განმარტებებს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ პროექტს მხარი, საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა.

დეპუტატებისგან გასხვავებით, კანონის საბოლოო ვერსიის მიმართ ისევ შენიშვნები აქვს საპატრიარქოს, რომელიც დღეს ახალ განცხადებას ავრცელებს. პროტესტს გამოთქვამს სასულიერო პირების ერთი ნაწილიც, რომელიც კანონპროექტის განხილვის შეჩერების მოთხოვნით დღესაც საპროტესტო აქციაზე იყვნენ გამოსული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები