მთავარიქრისტიანობაპარაკლისი - საეკლესიო ტერმინთა განმარტება

პარაკლისი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

პარაკლისი პარაკლისი ბერძნული სიტყვაა და თხოვნას, ვედრებას ნიშნავს. სიტყვა პარაკლისი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

საეკლესიო მღვდელთმსახურება, სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვა, სრულდება მრევლისათვის. პარაკლსის მთავარ ნაწილს წარმოადგენს ტროპარი, ძლისპირები თავიანთი ტროპარებით, სახარება, კვერექსები, ბოლო სავედრებელი ლოცვა და სხვა.

არსებობს სხვადასხვა პარაკლისი: უფლის, ღვთისმშობლის, წმინდანების, ახალი წლის, გვალვის დროს, ავადმყოფობის დროს და ა.შ. შეიძლება შესრულდეს ზეთის ცხებით და მცირე აიაზმასთან ერთად.

პარაკლისი თავისი აგებულებით (საღმრთისმსახურო მიმდევრობით) არის შემოკლებული და ცოტათი შეცვლილი ცისკარი (ცისკრის ლოცვა). პარაკლისზე იკითხება 142-ე ფსალმუნი: “უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა…”, შემდეგ “ღმერთი უფალი” და ტროპარები, რასაც მოსდევს 50-ე ფსალმუნი და კანონი. კანონში ჩართულია სახარება.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები