მთავარი » ქრისტიანობა

ოთხთა ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.08.2015 | 1,910 ნახვა

თინათინ ვირსალაძე სამეცნიერო სტატიაში „ოთხთა ეკლესია“, რომელიც დაიბეჭდა 2002 წელს წიგნში „ქართული მხატვრობის ისტორიიდან“, ოთხთა გვაცნობს ოთხთა ეკლესიის შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას, თუ საიდან მოდის მისი სახელი, როგორია მისი არქიტექტურა, როგორი მასალითაა ნაგები, თუ როდის იხსენიება ეს ეკლესია პირველად, თუ რომელი საუკუნით შეიძლება დათარიღდეს ოთხთა ეკლესია და ყურადღებას ამახვილებს მისი მშენებლობის ორ ეტაპზე, აგრეთვე, განიხილავს ამ ეკლესიის საკურთხევლის აფსიდის მოხატულობებს დაწვრილებით, სწორედ საკურთხევლის მოხატულობის სქემაა მოცემული ამავე სტატიაში.

სტატიაში ავტორი მიჰყვება თემატურად ოთხთა ეკლესიის შესახებ არსებული თეორიებისა და მოსაზრებების გადმოცემას, საკუთარი არგუმენტების დამატებით.

შეიძლება ითქვას, რომ ამ სტატიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, როგორც ამას ავტორიც გვამცნობს, არის ოთხთა ეკლესიის ბაზილიკის ორ ეტაპად მშენებლობის ე.თაყაიშვილის თეორიის კრიტიკული განხილვა. „შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების შესახებ დღევანდელი ცოდნის კვალობაზე, ე.თაყაიშვილის მიერ წამოყენებული რიგი დებულებების მცდარობა სავსებით უეჭველია“. ავტორი თავის ჰიპოთეზას მყარ არგუმენტს უძებნის და გვეუბნება, რომ ე. თაყაიშვილის ზოგიერთი საკამათო დებულება განიხილა გ. ჩუბინაშვილმა თავის რეცენზიაში, ე.თაყაიშვილის გამოკვლევების შესახებ, სადაც აღიარა, რომ მას საზოგადო მნიშვნელობა საკმაოდ მაღალი აქვს, მაგრამ ე. თაყაიშვილის თეორიას ოთხთა ეკლესის ბაზილიკის ორ ეტაპად მშენებლობისას, უსაფუძვლოდ მიიჩნევს. აქვე ავტორი თავის მოსაზრებას გადმოგვცემს ამ საკითხთან დაკავშირებით და გვეუბნება, რომ „ამგვარად, საუბარი ბაზილიკის მშენებლობის ორ ეტაპზე კი არა, ოთხთა ეკლესიის მონასტრის მშენებლობის ორ ეტაპზე უნდა გვქონდეს: პირველისა – VIII-IX საუკუნეებში და მეორისა – დავით მეფის კუროპალატობის წლებში.“

ამ სტატიაში ავტორი ვრცლად საუბრობს ოთხთა ეკლესიის მოხატულობაზეც და არგუმენტად მოჰყავს ნ. და ჟ. მ. ტიერის წერილი. ავტორი ნ. და ჟ.მ. ტიერის ორ დებულებას გვამცნობს, ერთი – ოთხთა ეკლესიის ორ ეტაპად აშენება, რომელსაც ეს ავტორებიც კი იზიარებენ, რის მიზეზადაც თინათინ ვირსალაძე ასახელებს იმას, რომ ეს ფრანგი ავტორები გაეცნენ მოძველებულ სამეცნიერო ლიტერატურას და მეორე მათი დებულება ეხება ოთხთა ეკლესიის მოხატულობას. ოთხთა ეკლესიას ისინი X საუკუნით ათარიღებენ, რასაც სტატიის ავტორიც მეტნაკლებად ეთანხმება.

სტატიის ავტორი აკეთებს დასკვნებს, ე. თაყაიშვილისა და ნ. ჟ.მ. ტიერის აღწერებისა და ფოტოსურათების საფუძველზე ოთხთა ეკლესიის ბაზილიკის საკურთხევლის აფსიდის მოხატულობაზე, სადაც ამბობს, რომ მხატვრობა შეიძლება ხუთ რეგისტრად ყოფილიყო აგებული, ამ მოხატულობაზე ავტორი საკმაოდ ვრცლად საუბრობს. საინტერესოა, რომ ქალბატონი თინათინი ოთხთა ეკლესიისა და პარხლის მოხატულობებს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ „პარხლის მოხატულობა ოთხთა ეკლესიის მხატვრობისაგან მარტო იმით განსხვავდება, რომ აქ არა მხოლოდ საკურთხლის აფსიდი, არამედ აღმოსავლეთი კედელი და ბურჯების აღმოსავლეთი წყვილიცაა მოხატული. სხვაფრივ ამ მოხატულობათა სქემები იდენტურია.“

ავტორი გვამცნობს ორ განსხავებულ მოსაზრებას, აფსიდის დიდი სარკმლის ცენტრალურ ადგილას მოთავსებული წმ. დედის გამოსახულებაზე, რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. ე.თაყაიშვილი მას ქტიტორის გამოსახულებად მიიჩნევდა. ამ საკითხზე ავტორი არ იზიარებს, ნ. და ჟ. მ. ტიერის მოსაზრებას, რომ იქ იყო წარწერა – „წმ. ნინო“ ჰქონდათ, გამოსახულება განმარტეს, როგორც „პორტრეტი“ ტაძრის სახელობის წმინდანის ნანა დედოფლისა, რომელსაც, ვითომც ნათლობისას ნინო დაერქვა.“ ამ ფრესკაზე ავტორი ნ. და ჟ. მ. ტიერის მიერ გამოგზავნილი ფოტოს საშუალებით აკეთებს დასკვნას, რომ აქ იყოს სიტყვა “წმ. სიონი“. სწორედ ამ სიტყვის „სიონი“ განმარტებას და მისი ქართულ იკონოგრაფიაში ღმრთისმშობლის მიძინების თემის დაკავშირებას ეძღვნება სტატიის დასკვნითი ნაწილი.

სტატია მისი თემატიკიდან გამომდინარე დააინტერესებს ყველა დაინტერესებულ პირს, რადგან ავტორი სრულყოფილად გადმოგვცემს ოთხთა ეკლესიის შესახებ არსებულ მოსაზრებებს, საკუთარის დამატებით.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

გამოყენებული ლიტერატურა:
თინათინ ვირსალაძე „ქართული მხატვრობის ისტორიიდან“ 2002წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი