ოთხ სასულიერო პირს, იღუმენებს: ვარსანოფ მაზმიშვილს და ნიკოლოზ კალანდაძეს, ასევე მამაოებს: ნიკოლოზ ჩიტიასა და აკაკი კუპრეიშვილს
მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ.
დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, ეს ფაქტი ოქტომბერში მოხდა. საპატრიარქომ აღნიშნული სასულიერო პირების გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა და მომხდარზე რეაგირება მოახდინა. თუ რა გადაცდომისთვის შეუჩერდათ მღვდელმოქმედება აღნიშნულ პირებს, დეკანოზი მიქაელი არ აკონკრეტებს. მისივე თქმით, მათთვის სტატუსის აღდგენა დამოკიდებული იქნება საქციელზე, როგორ შეინანებენ ისინი თავიანთ დანაშაულს.
აღნიშნული სასულიერო პირები ამ დროისათვის მონასტრებში არიან გამწესებულნი.
