მთავარი » ქრისტიანობა

ოშკის ტაძარი – უნიკალური ვიდეო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.11.2014 | 6,296 ნახვა

ოშკი — X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში მდებარეობს.

ტაძარი, რომელიც თავისი სიდიადით ყველა მნახველის გაოცებას იწვევდა, ტაოს ბაგრატიონებს, ბაგრატ ერისთავ ერისთავსა და დავით მაგისტროსს აუგიათ. ტაძრის მშენებლობა 963-973 წლებში დასრულებულა.

ოშკის ტაძარი

ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმიდად თლილი ქვით, ის ცენტრალურ-გუმბათოვანი და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრების ნაზავს წარმოადგენს. გუმბათოვანი ტაძარი სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. ოშკი აგებულია ოთხ სვეტზე, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა.

კედლებზე ყველგან არის ფრესკების კვალი. საკურთხევლის კედლის წარწერით კი ვიგებთ, რომ მოხატულობა 1036 წელს, ტაძრის აშენებიდან 60-70 წლის შემდეგ, ჯოჯიკ პატრიკიოზის ხარჯებით მოხატულა. გარეთა კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ასომთავრული, მეტწილად წითელფერადოვანი წარწერებით. თვალშისაცემია თაღების სიმრავლე, ტაძრის ოთხივე ფასადზე უამრავი რელიეფია.

ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978წ), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ნინო says:

    მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჩემი ქვეყნის ისტორიისა და კუტურის გულშემატკივარს, გული მწყდება, რომ ჩვენი ეს უძველესი კულტურულ-ხუროთმოძრვრული -ისტორიული ძეგლი, დღესღდეობით ჩვენი არაა და ასე სანახევროდაც კი აღარაა შემორჩენილი. მე,მხარს ვუჭერ ყველა იმ წამოწყებას, რაც ასეთი ძეგლების დასაცავად იქნება. თორემ ასე ნელ-ნელა ჩვენი ისტორია განადგურდება და ჩვენც აღარ ვიარსებებთ, რატომ? როცა შეიძლემა ამ ყველაფრის გადარჩენა და შენარჩუნაბა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი