19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიკულტურაორთუბანში ისტორიული აბანოს წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ორთუბანში ისტორიული აბანოს წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში ისტორიული აბანოს წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. XVII საუკუნით დათარიღებული ნაგებობა, რომელიც ძირითდად აგურითა და რიყის ქვითაა ნაგები, პირველ ეტაპზე მიწის მასივისა და ნაგვისაგან გაიწმინდება. არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართული პროცესის ფარგლებში აბანოს ექსტერიერი და ინტერიერი გათავისუფლდება ნაშალი ქვებისგან წარმოქმნილი ჩახერგილობებისგან. ნაგებობის სტრუქტურული წყობიდან ჩამოშლილი ქვები გადაეწყობა და სარესტავრაციო სამუშაოების მსვლელობაში ხელახლა გამოყენებისთვის მომზადდება. მავნე ბიოსაფარის მოსაშორებლად, შენობის შიდა და გარე სივრცეები სათანადო ქიმიური რეაქტივებით გამოყენებით დამუშავდება.

საერთო ხედების, ფასადების, ინტერიერისა და არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ღირებული ელემენტების ფოტოფიქსაციის გზით მომზადდება არქიტექტურული ობიექტის სიტუაციური გეგმა, რომელიც ნაგებობის საერთო და ლოკალურ დაზიანებსაც წარმოაჩენს. არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები კომპიუტერულ პროგრამაში გამოისახება, რაც სამომავლოდ საფუძვლად დაედება ძეგლის სარეაბილიტაციო-ერქიტექტურულ პროექტს.

გაწმენდითი სამუშაოები სააგენტოს დაფინანსებით წარიმართება, რომლის დასრულების შემდგომ სარეაბილიტაციო პროექტი მომზადდება. ორთუბანის აბანოს ტურისტული პოტენციალის ათვისების მიზნით, პროექტი მის ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს. სარეაბილიტაციო ეტაპზე პროექტის განხორციელების მსვლელობაში ჩაერთვებიან შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციული უწყებებიც.

ორთუბნის აბანოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო წლიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყების პროცესს დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრნენ.

  • ორთუბანის აბანოები ძველი ნაქალაქარის კომპლექსის შემადგენელია. სანახევროდ მიწაში ჩამჯდარი ნაგებობა ორი მთავარი სივრცისაგან – გასახდელისა და საბანაოსაგან შედგება. სფერული კამარით გადახურულ შენობას გააჩნია კედლებზე დატანილი დეკორატიული თაღები, ჩრდილოეთის კედელზე ჩაშენებული დიდი ბუხარი, ცეტრალური აუზი შადრევნით, რამოდენიმე დამხმარე სათავსო, მკლავებში მოწყობილი აუზები და ცხელი და ცივი წყლის კერამიკული საკომუნიკაციო გაყვანილობა.
მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. მიხარია კიდევ ერთი ლამაზი მხარე დაემატება ტურისტულ ზონას. წარმატებებს გისურვებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები