მთავარი » კულტურა

ნორაშენის რეაბილიტაცია დაიწყო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.10.2014 | 1,435 ნახვა

წლების განმავლობაში, ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ნორაშენის XVIII საუკუნის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ნორაშენი

ნორაშენის გადარჩენის საპროექტო დოკუმენტაცია არქიტექტურულმა კომპანია “საინჟინრო აზრმა” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, 2012 წელს მოამზადა, რომლის საფუძველზეც დღეს, ნორაშენი
სამშენებლო კომპანია “აბა ჯგუფი” ძეგლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს.

ამ დროისათვის ტაძრის სრულ პერიმეტრზე და ინტერიერში მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება, რაც ძეგლის გადარჩენის გარანტი გახდება, 2015 წელს კი განხორციელდება ნორაშენის ფასადების კოსტრუქციული მოჭიმვა და სრული კონსერვაცია.

ნორაშენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს ქართუს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი.

რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი