მთავარისაზოგადოებაქვიშით მხატვარი - ნონა გიუნაშვილი

ქვიშით მხატვარი – ნონა გიუნაშვილი

ნონა გიუნაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის პროექტ “ნიჭიერის” აღმოჩენაა. დაიბადა და ცხოვრობს ქ. გორში, გაიზარდა მშვიდ და თბილ ოჯახში, ჰყავს და და ძმა, პროფესიით ფერმწერია. დაოჯახებულია. ნონა გიუნაშვილი ჰყავს მეუღლე და ორი შვილი – 10 წლის გიგა და 8 წლის გვანცა. მუშაობს გორის 12-ე საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნების პედაგოგად. მან თავისი ნიჭიერებით თითოეული ქართველის გულში შეაღწია, გაუღვივა პატრიოტული გრძნობები და ხალხის სიყვარულიც მოიპოვა. გარდა ამისა, ნონა ძალიან გულწრფელი, უშუალო და მეგობრული რესპონდენტიც აღმოჩნდა:

– ნონა, რა ასაკიდან დაინტერესდით ხატვით?

ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. ხატვა განტვირთვისა და ჩემი ემოციების გადმოცემის საშუალებას მაძლევს.

– გაქვთ ხატვაში აკადემიური განათლება, თუ თვითნასწავლი მხატვარი ხართ?

დავამთავრე გორის სამხატვრო სკოლა და სამხატვრო სასწავლებელი. აკადემიაში ჩაბარება ვეღარ მოვახერხე. შევქმენი ოჯახი და გავაჩინე ორი შვილი. მქონდა დიდი პაუზა შემოქმედებითი კუთხით.

– როგორ დაეუფლეთ ქვიშაზე ხატვას?

ქვიშით ხატვა ჩემით ვისწავლე. ყველა ტექნიკაში მიცდია ხატვა და ძალიან მინდოდა ქვიშითაც მეხატა. აღდგომა არ ვიცოდი, რომელი ქვიშა შეიძლებოდა გამომეყენებინა, ან როგორი მაგიდა სჭირდებოდა. რეალურად არავის ვიცნობ, ვინც ქვიშით ხატავს. თვითონ დავხაზე მაგიდა და ავაწყობინეთ. შევარჩიე ჩვეულებრივი ყვითელი სამშენებლო ქვიშა სახატავად, რომელიც წმიდა საცერში გავცერი. თუმცა არსებობს სპეციალური სახატავი ქვიშა, რაც ძალიან ძვირია და არც ადვილად იშოვება.ვულკანურ ქვიშას უწოდებენ. გამიტაცა ქვიშაზე ხატვამ.საოცრად სწრაფი და მოსახერხებელია ნებისმიერი ამბის მოსაყოლად და საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.

– რატომ გადაწყვიტეთ ნიჭიერში მონაწილეობა?

ქვიშით ნახატი როცა ქვიშაზე ხატვა დავიწყე, პირველი ომის თემაზე ვცადე დამეხატა.ეს მართლაც მთელი გულით გავაკეთე. მერე სურვილი გამიჩნდა, ყველასთვის მეჩვენებინა ის, რაც გავაკეთე და ამიტომაც გადავწყვიტე ნიჭიერში მონაწილეობის მიღება.

– თქვენი პირველი გამოსვლა ნიჭიერში ძალიან ემოციური იყო, რადგან ქვიშაზე აღწერეთ სრულიად საქართველოს ტკივილი – აგვისტოს ომი. ეს სპეციალური გათვლა იყო, თუ უბრალოდ ასე გამოვიდა?

ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ ომის თემაზე დახატვა სპეციალურად გავთვალე. მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ასე არ ყოფილა. უბრალოდ, იმდენად რთული დღეები იდგა მაშინ ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის, მინდოდა კიდევ ერთხელ შემეხსენებინა ყველა ქართველისათვის, თუ რა მოხდა 2008 წელს და რომ ერთმანეთისა და სამშობლოს სიყვარულით ჩვენ ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ და ყველაფერი კარგად იქნება.

კიდევაც დაიზრდებიან

– რაც შეეხება შემდგომ გამოსვლებს, უფროდაუფრო გააოცეთ საზოგადოება თქვენი ნიჭიერებით, ხალხის კეთილგანწყობა და სიყვარული დაიმსახურეთ. რას ნიშნავს ყოველივე ეს თქვენთვის?

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მართლაც დავინახე ხალხის სიყვარული და გულშემატკივრობა ჩემ მიმართ. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მინდა მეტი გავაკეთო და ყველას სიამოვნება და სიხარული მივანიჭო ჩემი შემოქმედებით.მე ხომ მართლა იმას ვაკეთებ, გორი რაც ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს და როგორი ბედნიერება, როცა ამას ხალხი კარგად მიიღებს?!

– სცენაზე ამდენი ხალხის წინაშე ძალიან თამამად მუშაობდით. ნიჭიერამდე დაგიხატავთ ფართო აუდიტორიის წინაშე?

იცით, სიმართლე გითხრათ, მეც მიკვირს. ბუნებით საკმაოდ მორიდებული და ემოციური ვარ. არასოდეს დამიხატავს სხვების თანდასწრებით. ვერ ვიტყვი, რომ არ ვნერვიულობდი, აუდიტორიის წინაშე როცა მიწევდა ხატვა. ვცდილობდი დამეფარა ეს და ხელი არ შეეშალა ნერვიულობას ჩემთვის.უფალს ვთხოვდი, რომ მოეცა ჩემთვის ამის ძალა. ვლოცულობდი სცენაზე გასვლის წინ და ეს ძალიან მაძლიერებდა.

– ფერწერის კუთხით მუშაობთ, გამოფენებში ხომ არ გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

კი, ვხატავ გრაფიკასა და ფერშიც. პროფესიით ფერმწერ-პედაგოგი ვარ. ჩემს ქალაქში მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში.

– რამდენად ეკლესიურად ცხოვრობთ?

ჩემი მოძღვარი დეკანოზი გიორგი გაბლიშვილია. ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო. უფლის რწმენა და სიყვარული ჩემთვის მთავარია. სერობა ვესწრები წირვებს, როცა ვახერხებ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ უფლის სიტყვების მიხედვით გავატარო ყოველი დღე. თუმცა არ ვთვლი, რომ ძალიან ეკლესიურად ვცხოვრობ. მინდა, უფრო ახლოს ვიყო უფალთან და შევძლო, რომ ჩემი შვილები აღვზარდო ღვთის მოშიშებად.

– რა ადგილი უჭირავს რელიგიას თქვენს ცხობრებაში?

ჩემს ცხოვრებაში რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ყოველდღიურად უფლის იმედითა და რწმენით ვხვდები სიხარულსაც და მწუხარებასაც. ვიცი, რომ იმაზე მეტს მაძლევს უფალი, რასაც ვიმსახურებ. მინდა, აღმოვფხვრა ჩემში ყველა ცდუნება და უფრო მეტად შევძლო, უფლის მოსაწონად ვიცხოვრო. სხვათა შორის, მქონდა ბედნიერება, რომ სააღდგომოდ საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილ რეპორტაჟში შემეტანა ჩემი წვლილი და გამეფორმებინა ქვიშაზე შესრულებული ნახატებით.ეს დიდი სიხარული იყო ჩემთვის. ეს გახლდათ პატრიარქის “ვნების კვირა”, რომელიც გავიდა რუსთავი 2-ის გადაცემაში “პოსტსკრიპტუმი”.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ პროფესიული კუთხით?

მსურს, პროექტის დასრულების შემდეგ არ გავჩერდე და გავაგრძელო ქვიშაზე ხატვა.იმედი მაქვს, ხელს შევუწყობ საქართველოში ქვიშაზე ხატვის განვითარებას და შევძლებ საკუთარი შემოქმედების რეალიზებას. ძალიან მინდა, რომ მეტი გავაკეთო ამ მხრივ.

დავით დანელია

1 COMMENT

  1. გამარჯობა. შეგიძლიათ მომაწოდოთ ინფორმაცია ელ ფოსტაზე ( revishvili18@gmail.com), თუ როგორ შეიძლება დავუკავშირდე ქალბატონ ნონა გიუნაშვილს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები