12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობადღესასწაულებინინოობა - სადღესასწაულო ქადაგება (27.01.2018)

ნინოობა – სადღესასწაულო ქადაგება (27.01.2018)

27 იანვარს, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული წმიდა ნინო – ნინოობა მიულოცა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს ღვაწლსა და ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, როდესაც ბოდბეში წმინდა ნინო გარდაიცვალა, იანვრის თვის მიუხედავად, ვარდები ყვაოდნენ და საოცარი სურნელება იდგა.

„წმინდა ნინოს მნიშვნელობა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია, მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე დაფასებული არ არის. საკითხავებში წმინდა ნინოს „მეორე მოსეს“ და „ქართველების მოსეს“ უწოდებენ, რადგან მან ქართველებს მისცა ახალი ათი მცნება, როგორც მოსემ სინას მთიდან ჩამოიტანა ქვის დაფა, რომელზეც ათი მცნება ეწერა, ასევე როდესაც ფარავნის ტბასთან წმინდა ნინომ ღამე გაათია, მას გამოეცხადა უფალი და გრაგნილი გადასცა, სადაც ათი მცნება ეწერა. ათივე ეს წინადადება სახარებიდან არის, მაგრამ ჟღერს როგორც მცნებები“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე ნიკოლოზმა ქადაგებისას უწმინდესს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 40 წელია პატრიარქი, როგორც მოსე ისე ატარებს ერს განწმენდის გზაზე, რომლითაც სრულიად საქართველო სასუფეველში უნდა შეიყვანოს.

“ჯანმრთელობის გამო უწმინდესი დღეს აქ არ არის და მისი ლოცვა-კურთხევით ვატარებთ წირვას…
წმინდა ნინოს დღესასწაული დღეს საყოველთაოა, მასშტაბურია, ყველა ქართველისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, თუმცა წლების წინ ასე არ იყო, რაც პატრიარქის დიდი ღვაწლის, შრომისა და სიყვარულის შედეგია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია სიონის ტაძარში, სადაც ვაზის ჯვარი ინახება, ბოდბეში, სადაც წმინდა ნინოს საფლავია და სამთავროში, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა და ქართველთა მოქცევა დაიწყო.

მეუფის თქმით, ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ფარავნის ტბასთან მდებარე სოფელ ფოკაში, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა და სადაც მე-11 საუკუნის ტაძარი აღდგა და დღეს მონასტერი მოქმედებს.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. სად შეიძლება ვნახოთ მეუფე ნიკოლოზის ეს ქადაგება სრულად?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები