მთავარი » ქრისტიანობა

ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დადგინდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.05.2015 | 1,781 ნახვა

საპატრიარქოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა. არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი თავდაპირველად თბილისში მოღვაწეობდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო.
ნიკორწმინდის ყოფილი მიტროპოლიტი ელისე მარტის შუა რიცხვებში გარდაიცვალა და დღემდე ახალი მღვდელმთავარი დადგენილი არ იყო.
საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა უკვე დასრულდა.
სხდომას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. სხდომა ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წმინდა სინოდის სხდომის განჩინება სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი